„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.06.2020
ძალის დაკარგვა 01.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.11.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.01.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№78
2020 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის №83 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/02/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016391).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
1. საერთაშორისო დაცვის პროცედურის მიმდინარეობისას ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით დამუშავებული პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
2. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პერსონალური მონაცემები მუშავდება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების, პირის იდენტიფიცირებისა და პარალელური პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადის ათვლა იწყება მონაცემის ფაილურ სისტემაში ასახვისთანავე.
4. ფაილურ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, მონაცემი უნდა წაიშალოს ან/და განადგურდეს.
მუხლი 2🔗
1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესში (შემდგომ – წესი) გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;
ბ) წაშლა – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ მონაცემთა ელექტრონულ მატარებელზე არსებული პერსონალური მონაცემების ისეთი ფორმით გასუფთავება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია;
გ) განადგურება – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ მონაცემთა მატერიალური მატარებლის ან მასზე არსებული პერსონალური მონაცემის ისეთი ფორმით განადგურება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული ტერმინების გარდა წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗
1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით დამუშავებული, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემების შენახვის ვადად განისაზღვრება ამ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე ან გარდაცვალების ფაქტის დადგენამდე პერიოდი.
2. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე აღებული თითის ანაბეჭდები ინახება „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
3. იმ პირის პირად საქმეში არსებული პერსონალური მონაცემები, ვის მიმართაც არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ, ინახება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადით.
4. პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში მის პირად საქმეში არსებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა აითვლება მის მიერ განმეორებითი განცხადების რეგისტრაციიდან.
5. ანკეტირებისა და გასაუბრების მწარმოებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია კომპიუტერიდან ან/და ელექტრონული მატარებლიდან წაშალოს ანკეტირებისა და გასაუბრების ოქმის ელექტრონული ვერსია მათი მონაცემთა ბაზაში გადატანისთანავე.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე მონაცემთა ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები ავტომატურად იშლება სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო პირად საქმეში მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში, ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას.
მუხლი 4🔗
1. პერსონალური მონაცემები წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება, თუ:
ა) პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემები ნადგურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.