ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2020
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.121.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,023 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.12.2017 ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.10.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.05.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.01.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2020 წლის 27 მაისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სახით ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ვანის მუნიციპალიტეტში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე  მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ვანის   მუნიციპალიტეტის მერის  სათათბირო  ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს  ვანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის  და საბჭოს წევრებისაგან; 2. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი; 3. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი; 4. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 5. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით. მუხლი 4🔗. საბჭოს ამოცანები 1. ვანის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; 2. შშმ პირთა უფლებების დაცვა; 3. შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრების ხელშეწყობა  და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; 4. შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა; 5. შესაბამისი წინადადებების შემუშავება შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; 6. შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა. მუხლი 5🔗. საბჭოს ფუნქციები 1. რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ების და სხვადასხვა არასამთავრობო  ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება. 4. შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად. 5. შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და დანერგვაში ხელშეწყობა. 6. შშმ პირებთან დაკავშირებით  ვანის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი. 7. შშმ პირებთან დაკავშირებით  ვანის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება. 8. შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედ ველობა და  კოორდინაცია. 9. შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატი ული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება. 10. სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებ ლობიდან  გამომდინარე. მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარე 1. ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს. 2. წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას. 3. დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს. 4. ამტკიცებს სამუშაო გეგმას და ათანხმებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს. 5. უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 7🔗. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე  მუნიციპალური პროგრამების, აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. 2. თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებების, პროექტებისა და კორესპოდენციების განხილვას. 3. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას. 4. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 5. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗. საბჭოს მდივანი 1. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.; 2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას. 3. საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს  დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას. 4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას. 5. ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 9🔗. საბჭოს წევრი 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად  განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან  რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.   2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ  საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ: ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან  გავიდა კანონიერ ძალაში  შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა. მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ; 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად; 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი; 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნას საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში; 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია  თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას; 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისა. მუხლი 11🔗. საბჭოს ანგარიშვალდებულება საბჭო, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულება 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით; 2. საბჭოს ლიკვიდაცია ან პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.