დავით მუმლაძის წარმომადგენლის ეკატერინე გეწაძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/189-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                
     
საქმე N2/189-20

№200210120003687014

 

საქართველოს სახელით

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

2020 წლის 21 მაისი 

ქ.  თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე  მარინე ცერცვაძე

 

მოსარჩელე – დავით მუმლაძე

წარმომადგენელი  ეკატერინე გეწაძე

მოპასუხეები: პაატა აბულიძე – რკ „ალაზნის თავის“ გამგეობის თავმჯდომარე, რკ  ალაზნის თავი“

დავის საგანი  უფლებამოსილების მინიჭება

მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ

განხილვის ფორმა  ზეპირი მოსმენის გარეშე

ა:

2020 წლის 21 მაისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა დავით მუმლაძის წარმომადგენელმა ეკატერინე გეწაძემ მოპასუხეების პაატა აბულიძის  რკ „ალაზნის თავის“ გამგეობის თავმჯდომარე, რკ „ალაზნის თავის“ მიმართ უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. მოსარჩელემ სარჩელთან ერთად სასამართლოს ასევე მიმართა შუამდგომლობით, მისი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რკ ალაზნის თავის (ს/კ 424613555) მეპაიეთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება მიენიჭოს ამავე კოოპერატივის წევრს  მოსარჩელე დავით მუმლაძეს(პირადი №01001003133), შემდეგი დღის წესრიგით: 2015-2019 წლების ანგარიში; კოოპერატივის აუდიტორული შემოწმება; გამგეობის წევრების(დირექტორების) არჩევა; საპაიო შენატანების განხორციელების ვადის განსაზღვრა; სხვადასხვა.

კრების ჩატარების თაობაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გამოქვეყნება, ასევე თავად კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, განხორციელდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში პუბლიკაციის გზით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ასაბუთებს შემდეგი გარემოებებით:

მოპასუხემ, როგორც კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ არერთხელ მიიღო კოოპერატივის მეპაიეთა კრების მოწვევის თხოვნა, იგი ჯიუტად თავს არიდებს კრების მოწვევას. კოოპერატივი დაფუძნებულია 2015 წელს და არც ერთხელ არ მომხდარა მეპაიეთა კრების მოწვევა და ჩატარება, რამაც საწარმოს შეუქმნა პრობლემები.

სასამართლომ განიხილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

ეს ნორმა მოითხოვს, რომ მოსარჩელემ მარტოოდენ მიუთითოს ასეთ გარემოებაზე (გარემოებებზე). განმცხადებელს არ ევალება მათი მტკიცება. ამ მითითების საფუძველზე სასამართლო უნდა მივიდეს სამართლებრივ დასკვნამდე, რომ უზრუნველსაყოფი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება მართლაც გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საკითხს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანია მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები ადასტურებენ იმ გარემოებებს, რომელთა გამოც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობამ შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად  1. კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით – საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი. მე-3 ნაწილის მიხედვით - ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდებით შესაძლებელია დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება. მეოთხე ნაწილით  წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს თავისი ხმის უფლება. სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნისას მხარდაჭერის მიმღების ან/და შეზღუდულქმედუნარიანი ფიზიკური პირის ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიული პირის ხმის უფლებას ახორციელებენ მათი კანონიერი წარმომადგენლები, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა ნოტარიულად უნდა დამოწმდეს. მეხუთე ნაწილით - არავის არა აქვს უფლება, თავისთვის ან სხვა პირისთვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილ იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში, ან რომ უნდა განთავისუფლდეს ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან ამ შეცვლილი წევრის მიმართ. მეექვსე ნაწილით - საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილი. საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. მეშვიდე ნაწილით  საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა 1/10 ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს. მერვე ნაწილით  საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა 3 კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით. საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ. მე-9 ნაწილით  საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და მას ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება, გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი ინახება კოოპერატივში. მე-10 ნაწილით  საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა გამოიკრას კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, რათა წევრები გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის შესახებ მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები. მე-11 ნაწილით  მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) სხვა რამ არ არის მითითებული): ა) პაის გაზრდა; ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება; გ) დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება; დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება; ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება; ვ) პაის დაყოფა; წესდების (პარტნიორთა შეთანხმების) იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების, ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება (პარტნიორთა შეთანხმება) შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 191-ე, 193-ე-194-ე, 198-ე, 284-285-ე მუხლებით და

ა:

1. დავით მუმლაძის წარმომადგენლის ეკატერინე გეწაძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. დავით მუმლაძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რკ „ალაზნის თავის“ (ს/კ 424613555) მეპაიეთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება მიენიჭოს ამავე კოოპერატივის წევრს – მოსარჩელე დავით მუმლაძეს(პირადი №01001003133), შემდეგი დღის წესრიგით: 2015-2019 წლების ანგარიში; კოოპერატივის აუდიტორული შემოწმება; გამგეობის წევრების(დირექტორების) არჩევა; საპაიო შენატანების განხორციელების ვადის განსაზღვრა; სხვადასხვა.

 კრების ჩატარების თაობაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოისილების გამოქვეყნება, ასევე თავად კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება განხორციელდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში პუბლიკაციის გზით.

3. განემარტოს მოსარჩელეს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

4. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში, მისი ასლის მოპასუხისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

მოსამართლე                                                                                               მარინე ცერცვაძე