„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№50
2020 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №47 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016738) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვისა და სამინისტროს კოდიფიკაციის სისტემების შექმნისა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლი საქონლის/კვების მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან მოწოდებული საქონლის/კვების მომსახურების შესაბამისობისა და ხარისხის დადგენის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.
მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვისა და კოდიფიკაციის სისტემების შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევის პროცესის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროსთვის მოწოდებული საქონლის/კვების მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის/კვების მომსახურების ტექნიკურ მახსიათებლებთან მოწოდებული საქონლის შესაბამისი მაჩვენებლების, ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ღირებულების ადეკვატურობის დადგენის მიზნით აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა კომპეტენტური ლაბორატორიული და საექპერტო დასკვნების მიღების მიზნით;
დ) ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლის განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
ე) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის, კოდიფიკაციის და ხარისხის კონტროლის სისტემების გამართულად ფუნქციონირების და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო და სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ ინიციატივის წარდგენა;
ზ) სტანდარტიზაციის მართვისა და კოდიფიკაციის სისტემების შექმნის კოორდინაციისას შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“.
2. მე-4 მუხლის „ბ“
ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„ბ) ხარისხის კონტროლის სამმართველო:
ბ.ა) სანივთე ქონების საწვავ-საპოხი მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება;
ბ.ბ) სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ.გ) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება;
ბ.დ) კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება.“.
3. მე-5 მუხლი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
1. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს კომპეტენციებია:
ა) სტანდარტიზაციის მართვისა და კოდიფიკაციის სისტემების შექმნის კოორდინაცია და მათი მონიტორინგი შემდგომი განგრძობითი განვითარების მიზნით;
ბ) მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, ეროვნული სტანდარტებისა და NATO-ს სტანდარტიზაციის შეთანხმებების (STANAG-ების) მიმოხილვა და სამინისტროს სისტემაში მათი დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
გ) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის, კოდიფიკაციის და ხარისხის კონტროლის სისტემების გამართულად ფუნქციონირების და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო და სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
დ) სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა;
ე) საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული ინტეგრაციის ფორმატში კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით NATO-ს სტანდარტიზაციის ოფისთან და NATO-ს ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორთა გაერთიანებული კომიტეტის AC 135 ჯგუფთან თანამშრომლობა.
2. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კომპეტენციებია:
ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების საქვაბე კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეებისთვის შესყიდული სურსათის და კვების მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების და მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – „სსიპ“) კვების ბლოკებში სურსათის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, მომზადების და გამოყენება-მიწოდების წესების დაცვის კონტროლი;
გ) სურსათის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
დ) მოწოდებული სანივთე ქონებისა და საწვავ-საპოხი მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით;
ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა დამტკიცებული პროექტის შესაბამისად;
ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობის და მის მიერვე წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასა და სხვა შესაბამის აქტებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ზ) ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლის განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
თ) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების და მათი შემადგენელი ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით;
ი) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის/კვების მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან მოწოდებული საქონლის შესაბამისი მაჩვენებლების, ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ღირებულების ადეკვატურობის დადგენის მიზნით აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა კომპეტენტური ლაბორატორიული და საექპერტო დასკვნების მიღების მიზნით;
კ) საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად დეპარტამენტი უფლებამოსილია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები/სპეციალისტები კონსულტაციებისათვის, აგრეთვე მოითხოვოს სამუშაო ჯგუფების შექმნა.
3. სანივთე ქონების საწვავ-საპოხი მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს მოწოდებული სანივთე ქონებისა და საწვავ-საპოხი მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით.
4. სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას დამტკიცებული პროექტის შესაბამისად;
ბ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობის და მის მიერვე წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასა და სხვა შესაბამის აქტებთან შესაბამისობის განსაზღვრას;
გ) ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლის განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობას.
5. შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების და მათი შემადგენელი ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებით.
6. კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების საქვაბე კმაყოფაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესყიდული სურსათის და კვების მომსახურების ხარისხის კონტროლს;
ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების და მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით დაქვემდებარებული სსიპ-ების კვების ბლოკებში სურსათის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, მომზადების და გამოყენება-მიწოდების წესების დაცვის კონტროლს;
გ) სურსათის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს.“.
4. დებულებას დაემატოს მე-7 და მე-8 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგების უზრუნველყოფა
1. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება წლიური გეგმის საფუძველზე, რომელიც ასახავს წლის მანძილზე განსახორციელებელ ღონისძიებებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის და დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
2. დეპარტამენტის წლიურ გეგმას კურატორი მინისტრის მოადგილის ვიზირებით ამტკიცებს მინისტრი, რომლის საფუძველზეც დგება წლიური სამოქმედო გეგმა.
3. დეპარტამენტის უფროსი მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება🔗
1. დეპარტამენტის თანამშრომელი არ ახორციელებს შემოწმებას თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა მომწოდებელ კომპანიაში;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურე არის მომწოდებელი კომპანიის ინტერესების დამცველ ან/და მმართველობის რომელიმე წევრის ახლო ნათესავი.
2. დეპარტამენტი არ ახორციელებს შემოწმებას, თუ შემოწმების დროს განსახილველი დოკუმენტაცია მომზადებულია ამავე დეპარტამენტში.
3. ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევას აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივნისიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი