„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 191. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561 მუხლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც, ამ კანონის შესაბამისად, აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ეს მუხლი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 მაისი 2020 წ. N5995-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5995-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.05.001.019864.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5995-IIს, 29.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019864 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4880839/