ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016544
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი ბოთერაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №109
2020 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე სპორტულ მოედანს მიენიჭოს ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე