ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016548
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, იოთამ ზედგინიძის ქუჩასთნ მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ცოლიკაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №113
2020 წლის
15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო
ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭოს იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე