ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მამუკა ბეინაშვილის ქუჩის გაგრძლების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016551
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნანა სამარგულიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, იოსებ იმედაშვილის ქუჩის არეალის გავრცელების კორექტირების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი ბრწყინვალის ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველის დასახლებაში მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის მსახიობების თამარ ჭავჭავაძის და ცეცილია წუწუნავას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მამუკა ბეინაშვილის ქუჩის გაგრძლების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №116
2020 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მამუკა ბეინაშვილის ქუჩის გაგრძლების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ნაძალადევის რაიონში, გაგრძელდეს მამუკა ბეინაშვილის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ხორნაბუჯის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №100 განკარგულება.
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე