ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის ექიმის, საზოგადო მოღვაწის თენგიზ გაზდელიანის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016555
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
matsne.gov.ge 186 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 24.05.2019 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 23.07.2019 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის თამარ დეკანოსიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, პატარა ტბის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის მოჭიდავის ვანო წამალაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის ექიმის, საზოგადო მოღვაწის თენგიზ გაზდელიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №120  2020 წლის  15 მაისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ვაკის  რაიონში, ნუშის ბაღების  ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან  არსებული  ერთი  შესახვევისთვის  ექიმის, საზოგადო მოღვაწის  თენგიზ გაზდელიანის  სახელის მინიჭების შესახებ 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) ვაკის რაიონში, ნუშის ბაღების  ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩას  და მასთან  არსებულ  ერთ შესახვევს მიენიჭოს ექიმის, საზოგადო მოღვაწის თენგიზ გაზდელიანის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                      გიორგი ტყემალაძე