ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთისთვის, ციხისძირის V გასასვლელისთვის და დიდგორის II ჩიხისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016556
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მერაბ მამარდაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გიორგი ქარაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №584 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთისთვის, ციხისძირის
V გასასვლელისთვის და დიდგორის II ჩიხისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №121
2020 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთისთვის, ციხისძირის V გასასვლელისთვის და დიდგორის II ჩიხისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ისნის რაიონში, ციხისძირის V გასასვლელს მიენიჭოს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
გ) ისნის რაიონში, დიდგორის II ჩიხს მიენიჭოს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე