ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩისთვის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწე ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის აპოლონ ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავეტიკ ისააკიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ავეტიკ ისააკიანის II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩისთვის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №122
2020 წლი 15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩისთვის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ჩუღურეთის რაიონში, კოტე ხიმშიაშვილის ქუჩას მიენიჭოს დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე