,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2020 წლის 29 მაისი დაბა ლენტეხი |
„მუხლი 13. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ფიზიკური პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.
2. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების მეშვეობით.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ. მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
გ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;
ე) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს მერს;
ვ) ხელს უწყობს შესაბამის სამსახურს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების გატარებაში;
ზ) აწვდის მერს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესახებ;
თ) აწვდის მერს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
4. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილებას აწვდის ინფორმაციას და ხელს უწყოს ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევით შემდეგი ცნობების და ოქმების მოსამზადებლად:
ა) დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ ბავშვის დაბადების თაობაზე ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
ბ) ცნობა პირის გარდაცვალების თაობაზე;
გ) ცნობა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ;
დ) ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;
ე) ცნობა პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ.
ზ) „სახელმწიფო პროექტის გარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილზე დათვალიერების ოქმის თაობაზე.
5. წარმომადგენელი ,,მაღალმთიან რეგიონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებთა მონიტორინგს და მასალებს წარუდგენს მერს და შესაბამის საბჭოს.
6. მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. მერის წარმომადგენელი თავის საქმიანობას წარმართავს მერიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილებასთან კოორდინაციით.“
|