⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2023)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2020
ძალის დაკარგვა 01.02.2023
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 902 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2020 მიღება
01.02.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2020 წლის 29 მაისი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულება. (დანართი №1) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №25 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი                                                                                                                                                 დანართი №1 პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის  სამსახური 1. მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის  სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას, ადმინისტრაციული  სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლს, ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და  განხორციელების მონიტორინგს,  მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი  კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗.  სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის  უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილისა და   მეორადი სტრუქტურული  ერთეულებისაგან (ტექსტში შემდგომ-განყოფილება) ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)  არქიტექტურის,  სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმეთა კონტროლის განყოფილება; გ)  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის  განყოფილება; დ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის  დებულების  მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე , მოადგილის არ ყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული  ერთეულის  განყოფილება  შედგება უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება   მერიის დებულების 12-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის  დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.   7. სამსახურის მოხელეთა თნამდებობაზე  დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის  დებულების  და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ბ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას  სივრცითი მოწყობისა და  ქალაქმშენებლობით დოკუმენტების პროექტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების  შემუშავებასა  და განხორციელების კონტროლს; გ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; დ) არქიტექტურული-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა  ორგანიზებას; ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ვ) მშენებლობის ნებართვების გასაცმად საჭირო პირობებისა და დასკვნების მომზადებას; ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვას და მოვლაპატრონობას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამსახურის უფროსის მოადგილე) 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე–სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის არქიტექტურის სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება სამსახურის არქიტექტურის სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) არქიტექტურულ -სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას; გ)ფარული სამუშაოების წარმოების კონტროლის მონიტორინგს; დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმეთა კონტროლის განყოფილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმეთა კონტროლის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პრობლემის გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიების შემუშავებას და განხორციელებას; ბ) ადმინისტრაციული დარღვევის გამოვლენაზე მუშაობას; გ) გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე  რეაგირებას და ოქმების შედგენას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურისინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების  და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი  პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის  მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად  რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ვ) წინადადების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ზ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა- პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი  მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; თ)  წინადადების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ი) წინადადების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება არქიტექტურის სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების  მომზადების ორგანიზებას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების  საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ე)  გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების  მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიცკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას; ი) მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მერის სამართლებრივი აქტების შემუშავებას; კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗 დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.