„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8/6
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.111.016446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №8/6

2020 წლის 29 მაისი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2019 სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.111.016414) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს „ნ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ნ1)  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული იურიდიული პირების ზედამხედველობასა და საქმიანობის კოორდინაციას.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის  განყოფილებებისგან და საჯარო მოხელეებისგან.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილება

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს;

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს;

გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადებას;

დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;

ე) სამშენებლო დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ვ) შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადებას;

ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას სამსახურის უფროსისთვის, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მერს;

თ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, საბინაო ფონდის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ი) ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

კ)  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა ელექტრონული ტენდერების და ტექნიკური პირობების მომზადებას, ფასწარმოქმნის  საკითხების განხილვას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.”;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ინფრასტრუქტურის, წყალარინებისა და მელიორაციის განყოფილება

ინფრასტრუქტურის, წყალარინებისა და მელიორაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობის განხორციელებას და ზედამხედველობას;

დ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვასა და განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხთან მიმართებაში;

ე) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე;

ვ) მუნიციპალური ნარჩენებთან დაკავშირებით საკითხების მომზადებას;

ზ) მუნიციპალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნის წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებას;

თ) საბინაო ფონდის რეაბილიტაციის პროგრამისა და თანადაფინანსების პრინციპით პროგრამის მომზადებას, გამოცდილების გაზიარებას და განხორციელებას;

ი) მოხეტიალე პირუტყვების (ძაღლები, კატები, საქონელი, გარეული ცხოველები, ამასთანავე, ქვეწარმავლები) იზოლაციის პრევენციული ზომების მიღებასა და აპრობირებული მეთოდების დახვეწას, დანერგვის განხორციელებას;

კ) ნაპირგამაგრებითი, წყალარინებისა და მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . 

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.05.2020.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2020. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8/6. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.111.016446.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №5/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8/6, 29.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.111.016446 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4884213/