„სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №340 |
|
2020 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამხედრო აღრიცხვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოქალაქის აღრიცხვა სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემაში (შემდგომში − ელექტრონული მართვის სისტემა), რომლის დროსაც ამ პირს წარმოეშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები;“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მონაცემთა დამუშავება − სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახებისა და მომზადების მიზნით, ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ: შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, ან გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.“;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71
1. სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით.
2. ელექტრონული მართვის სისტემას მართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, ელექტრონული მართვის სისტემაში შეიტანება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) ფოტო;
გ) დაბადების თარიღი, ადგილი;
დ) სქესი;
ე) რეგისტრაციის ადგილი;
ვ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ზ) ოჯახური მდგომარეობა;
თ) სამუშაო ადგილი;
ი) სამუშაო გამოცდილება;
კ) განათლება, პროფესია, სპეციალობა (მათ შორის, სამხედრო);
ლ) სამხედრო წოდება;
მ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის, ამორიცხვისა და გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;
ნ) ტელეფონის ნომერი, ელფოსტა.
5. ელექტრონული მართვის სისტემაში აღრიცხული სამობილიზაციო რეზერვისტების სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ასაკი;
ბ) სქესი;
გ) ფაქტობრივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი;
დ) განათლება, პროფესია, სპეციალობა (მათ შორის, სამხედრო).
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, დაამუშაოს ელექტრონული მართვის სისტემაში შესატანი/შეტანილი მონაცემები.
7. ელექტრონული მართვის სისტემას შეიძლება გააჩნდეს საიდუმლო ნაწილი.
8. სააგენტო ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს სამოქალაქო რეესტრის წარმოების ფარგლებში შეგროვებული, ელექტრონული მართვის სისტემაში შესატანი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები.
9. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად აღრიცხვიდან მოხსნაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, უფლებამოსილი სამსახური ვალდებულია ელექტრონული მართვის სისტემიდან წაშალოს ამ მუხლით გათვალისწინებული ის ინფორმაცია, რომელზეც ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.“;
ე) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სამობილიზაციო რეზერვში მყოფი მოქალაქე შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს უფლებამოსილი სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შესაბამისი მონაცემები აისახება სამხედრო-სააღრიცხვო ბარათსა და ელექტრონული მართვის სისტემაში.
2. მოქალაქის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში, უფლებამოსილი სამსახური ვალდებულია 3 დღეში გადასცეს ამ მოქალაქესთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული მონაცემები იმ უფლებამოსილ სამსახურს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ელექტრონული მართვის სისტემასთან წვდომა მიეცემა მხოლოდ იმ უფლებამოსილ სამსახურს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია.“.
|