თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2020 წლის 29 მაისი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 010250050.35.163.016500).

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-5 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული/კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელ ბავშვთა შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10,000 ლარით.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი, ან დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) ბენეფიციარის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);

ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“, „ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების“ და „კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელთა თანადაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 45 კალენდარულ დღეს.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე