,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-62/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016761
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-62/ნ

2020 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 25/10/2019; 470230000.22.035.016661) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, ,,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის წესი (დანართი №1).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმები (დანართი №4).“.

3. ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის წესი

1. იმპორტისა და ექსპორტის განხორციელებისათვის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა:

ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე;

გ) საქართველოში წარმოებული იმ კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტისათვის, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ნივთიერებას;

დ) სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის საჭირო ეტალონურ სტანდარტულ ნიმუშებზე;

ე) იმ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტისათვის, რომლებიც საქართველოში არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს, მაგრამ აღნიშნულ დოკუმენტს ითხოვს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ეროვნული ორგანო;

ვ) „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნივთიერებებზე.

3. ამ დანართის მე-2 პუნქტის ,,დ“, ‘,,ე“ და ,,ვ‘‘ ქვეპუნქტების შემთხვევაში იმპორტი (ექსპორტი) ხორციელდება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს.

4. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მაძიებელი სააგენტოს წარუდგენს:

ა) ხელმოწერით დამოწმებულ განცხადება-დეკლარაციას, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით, რომელშიც ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს:

ა.ა) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მაძიებლის დასახელება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ა.ბ) იმპორტიორის (ექსპორტიორის) სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

ა.გ) საიმპორტო (საექსპორტო) პროდუქტის სავაჭრო და გენერიული დასახელება, ფორმა, დოზის ერთეული, რაოდენობა, მწარმოებელი ფირმის დასახელება;

ა.დ) იმპორტის (ექსპორტის) მიზანი;

ა.ე) ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაცია;

ა.ვ) იმპორტის (ექსპორტის) განხორციელების სავარაუდო ვადა;

ა.ზ) ექსპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი საიმპორტო ნებართვის მოწმობის № და გაცემის თარიღი.

ბ) მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით:

ბ.ა) ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

ბ.ბ) ექსპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი საიმპორტო ნებართვის მოწმობის დედანი (ან/და წერილობითი დასტური იმ შემთხვევაში, თუ საექსპორტო სამკურნალო საშუალება იმპორტიორ ქვეყანაში არ ექვემდებარება კონტროლს).

5. განცხადება-დეკლარაციაში  დასაშვებია მხოლოდ ერთი  დასახელების  პროდუქტის ან ეტალონური სტანდარტული ნიმუშის ან ნივთიერების მითითება.

6. თუ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მაძიებელი წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტისათვის საჭირო წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მისაღებად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით უნდა წარადგინოს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის უფლების მქონე ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა ან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის უფლების მქონე ავტორიზებულ აფთიაქთან გაფორმებული ხელშეკრულება (ასლი).

7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი იმპორტზე ფორმდება ინგლისურ ენაზე, 6 ეგზემპლარად (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), აქედან ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, 5 ეგზემპლარი გადაეცემა იმპორტით დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელიც  ერთ ეგზემპლარს  უგზავნის ექსპორტიორს, ერთს – წარუდგენს სანებართვო მოწმობის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ერთი რჩება იმპორტიორ ორგანიზაციაში, ხოლო ორ ეგზემპლარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურს, რომელიც ავსებს დოკუმენტის მეორე გვერდზე არსებულ გრაფას და იმპორტიორის მეშვეობით 5 სამუშაო დღის განმავლობაში 1 ეგზემპლარს უბრუნებს  სააგენტოს.

8. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ექსპორტზე ფორმდება ინგლისურ ენაზე, 6 ეგზემპლარად (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), აქედან ოთხი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტით დაინტერსებულ იურიდიულ პირს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს სანებართვო მოწმობის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ერთს – ექსპორტიორ ორგანიზაციას, ორს – შემოსავლების სამსახურს, რომელიც ავსებს დოკუმენტის მეორე გვერდზე არსებულ გრაფას და ექსპორტიორის მეშვეობით 5 სამუშაო დღის განმავლობაში ბრუნდება სააგენტოში. ორი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, რომელთაგანაც  ერთს – განხორციელებული იმპორტის დადასტურების მიზნით, სააგენტო უგზავნის იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს.

9. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად განსახორციელებელ საიმპორტო (საექსპორტო) რაოდენობაზე.

10. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება განცხადება-დეკლარაციის წარმოდგენიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით და  არაუმეტეს, მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.

11. ამ  დანართის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადები არ ვრცელდება შიდა კვოტებით განსაზღვრული ნივთიერებების იმპორტის განხორციელებაზე.

12. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში  დასაშვებია მხოლოდ ერთი  დასახელების  პროდუქტის ან ეტალონური სტანდარტული ნიმუშის ან ნივთიერების  მითითება.

13. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ყველა ეგზემპლარის დაკარგვისას იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. აღნიშნული დოკუმენტი ითვლება ძალადაკარგულად და დუბლიკატი არ გაიცემა.

14. იმპორტიორი/ექსპორტიორი იურიდიული პირი ვალდებულია გამოუყენებელი წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, არაუგვიანეს მოქმედების ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს სააგენტოს.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული N4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (1)
danarTi 62.doc

დანართი N4

იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმები

ა) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების იმპორტზე

(წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144 საქართველო

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities‘‘

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების იმპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON NARCOTIC DRUG AND NEW PSYCHOACTIVE SUBSTANCE IMPORT

N 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ნარკოტიკულ საშუალებებსა და მათ წარმოებულებზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement the “Single Convention on Narcotic Drugs of 1961“ content requests on narcotic drugs and their derivatives confirms that:

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები.

Importing country, name, juridical and factual addresses of importing organization

უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში

Has the right to import into Georgia

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი Exporting country, name and juridical address of exporting organization
 
შემდეგი ნარკოტიკული საშუალება/ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება:

The following narcotic drug/ New psychoactive substance:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა Name of preparation (substance), amount, dosage form of pharmaceutical product
 
ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation ………………………………………………………………….

აღნიშნული სამკურნალო საშუალება/ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used ……………………………………………………………………..

გაცემის თარიღი

Date of issue ...... ............................ 20 _ _

მოქმედების ვადა

Date of expiry ...... ......................... 20 _ _

სააგენტოს დირექტორი

ბ.ა.

Director of the Agency

(უკანა გვერდი)

იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული საშუალების/ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substance specified by present document

გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, საქართველო.

Please return the completed and certified form to the following address within 5 days: :

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

ბ) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების იმპორტზე

 (წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144 საქართველო

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ფსიქოტროპული ნივთიერებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების იმპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON PSYCHOTROPIC SUBSTANCE AND MEDICINAL PRODUCT EQUAL TO SPECIALLY CONTROLLED PHARMACEUTICAL PRODUCTS IMPORT

N 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ გაეროს 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და მათ წარმოებულებზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement the “Convention on Psychotropic Substances of 1971“ content requests on psychotropic substances and their derivatives confirms that

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები Importing country, name, juridical and factual addresses of importing organization
 
უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში

Has the right to import into Georgia

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი Exporting country, name and juridical address of exporting organization
 
შემდეგი ფსიქოტროპული ნივთიერება/სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება:

The following psychotropic substance/medicinal product equated with a specially controlled pharmaceutical products:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა Name of preparation (substance), amount, dosage form of pharmaceutical product
 
ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation ………………………………………………………………….

აღნიშნული სამკურნალო საშუალება/ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used ……………………………………………………………………..

გაცემის თარიღი

Date of issue ...... ............................ 20 _ _

მოქმედების ვადა

Date of expiry ...... ......................... 20 _ _

სააგენტოს დირექტორი

ბ.ა.

Director of the Agency

(უკანა გვერდი)

იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების/საშუალების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substance specified by present document

გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144. საქართველო.

Please return the completed and certified form to the following address within 5 days::

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

გ) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორის იმპორტზე

    (წინა გვერდი)

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144 საქართველო

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia

LEPL „ Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის იმპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON IMPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988

N 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სამკურნალო დანიშნულების პრეკურსორებზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988“ content requests on precursors for medical use confirms that

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები Importing country, name, juridical and factual addresses of importing organization
 
უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში

Has the right to import into Georgia

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი Exporting country, name and juridical address of exporting organization
 
შემდეგი ნივთიერება:

The following substance:

ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation …………………………………………………………

აღნიშნული ს საშუალება გამოყენებული იქნება

Which will be used …………………………………………………………….

გაცემის თარიღი

Date of issue ...... ............................ 20 _ _

მოქმედების ვადა

Date of expiry ...... ......................... 20 _ _

სააგენტოს დირექტორი

ბ.ა.

Director of the Agency

(უკანა გვერდი)

იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substance specified by present document

გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო”

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144. საქართველო.

Please, return filled and certified form to:

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

დ) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექსპორტზე

(წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144 საქართველო

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia

LEPL „ Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექსპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON NARCOTIC DRUG AND NEW PSYCHOACTIVE SUBSTANCE EXPORT

N 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ნარკოტიკულ საშუალებებსა და მათ წარმოებულებზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities” on duty to implement the “Single Convention on Narcotic Drugs of 1961” content requests on narcotic drugs and their derivatives confirms that:

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები Exporting country, name, juridical and factual addresses of exporting organization
 
უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან

Has the right to export from Georgia

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი Importing country, name and juridical address of importing organization
 
შემდეგი ნარკოტიკული საშუალება /ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება:

The following narcotic drug/New psychoactive substance:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა Name of preparation (substance), amount, dosage form of pharmaceutical product
 
ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation ……………………………………………………………….

იმპორტის ნებართვის №, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:

Number, date of issue and expiry of import certificate

აღნიშნული სამკურნალო საშუალება/ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used ……………………………………………………………………

გაცემის თარიღი

Date of issue ...... ............................ 20 _ _

მოქმედების ვადა

Date of expiry ...... ......................... 20 _ _

სააგენტოს დირექტორი

ბ.ა.

Director of the Agency

(უკანა გვერდი)

ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული საშუალების/ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substancespecified by present document

გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144. საქართველო.

Please return the completed and certified form to the following address within 5 days::

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities ”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

(უკანა გვერდი)

Endorsement by importing country

-

-

Please return to:

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities ”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

ე) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ექსპორტზე

(წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144 საქართველო

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia

LEPL „ Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ფსიქოტროპული ნივთიერებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ექსპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON PSYCHOTROPIC SUBSTANCE AND MEDICINAL PRODUCT EQUAL TO SPECIALLY CONTROLLED PHARMACEUTICAL PRODUCTS EXPORT

N 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ გაეროს 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და მათ წარმოებულებზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities ”on duty to implement the “Convention on Psychotropic Substances of 1971” content requests on psychotropic substances and their derivatives confirms that

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები Exporting country, name, juridical and factual addresses of exporting organization
 
უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან

Has the right to export from Georgia

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი Importing country, name and juridical address importing organization
პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა Name of preparation (substance), amount, dosage form of pharmaceutical product
 
ტრანსპორტის სახეობა ………………………………………………….

Type of transportation

იმპორტის ნებართვის №, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:

Number of import certificate, date of issue and expiry:

აღნიშნული სამკურნალო საშუალება/ნივთიერება

გამოყენებული იქნება

Which will be used ………………………………………………………..

გაცემის თარიღი

Date of issue ...... ............................ 20 _ _

მოქმედების ვადა

Date of expiry ...... ......................... 20 _ _

სააგენტოს დირექტორი

ბ.ა.

Director of the Agency

  (უკანა გვერდი)

ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების/საშუალების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substance specified by present document

გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144. საქართველო.

Please return the completed and certified form to the following address within 5 days::

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

(უკანა გვერდი)

Endorsement by importing country

 -

 -

Please return to:

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

ვ) წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის ექსპორტზე

(წინა გვერდი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144 საქართველო

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia

LEPL „ Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities”

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის ექსპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON EXPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988

N 000000

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სამკურნალო დანიშნულების პრეკურსორებზე, ადასტურებს, რომ

LEPL „ Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities ”on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988” content requests on precursors for medical use confirms tha

ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები Exporting country, name, juridical and factual addresses of exporting organization
 
უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან

Has the right to export from Georgia

იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი Importing country, name and juridical address importing organization
 
შემდეგი ნივთიერება:

The substances:

პრეპარატის (ნივთიერების) დასახელება, რაოდენობა, ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა Name of preparation (substance), amount, dosage form of pharmaceutical product
 
 ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation ……………………………………………………….

იმპორტის ნებართვის №, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:

Number of Import certificate, date of issue and expiry:

აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used ………………………………………………………..

გაცემის თარიღი

Date of issue ...... ............................ 20 _ _

მოქმედების ვადა

Date of expiry ...... ......................... 20 _ _

სააგენტოს დირექტორი

 ბ.ა.

Director of the Agency

(უკანა გვერდი)

ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ