სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის (გადადების) თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „დიდუბის ავტოვაგზლის“

განცხადება

აქციონერთა საერთო კრების მოწვევის (გადადების) თაობაზე

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის 548 ბრძანების შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების გათვალისწინებით:

2020 წლის 29 მაისს დღის 12:00 საათზე მოწვეული, სს „დიდუბის ავტოვაგზალი ს“ (ს/კ 202050699) აქციონერთა საერთო კრება გადადებულად იქნას ცნობილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და შეზღუდვების გათვალისწინებით (კრება მოწვეულ იქნა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სს „დიდუბის ავტოვაგზალის (ს/კ 202050699) წესდების სრული დაცვით; მოწვევის შესახებ განცხადება გამოქვეყნებულ იქნა საკანონმდებლო მაცნეში (გამოქვეყნების თარიღი 29.04.2020);

სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ წესდების მე-7 მუხლისა და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აქციონერთა საერთო კრება მოწვეულ იქნას განმეორებით (გადაიდოს), 2020 წლის 19 ივნისს დღის 12:00 საათზე, თამარ ონიანის სანოტარო ბიუროში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დიდუბე, აკაკი წერეთლის გამზირი №97;

დღის წესრიგი:

1. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.

2. სააქციო საზოგადოების დირექტორის გათავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა.

3. ორგანიზაციის საშტატო განრიგის განხილვა შემოსავლების მიმართულების (აქციონერის მიერ დღის წესრიგზე დამატებული საკითხი).

4. ანაზღაურების ოდენობის განხილვა (აქციონერის მიერ დღის წესრიგზე დამატებული საკითხი).

5. სამეთვალყურეო საბჭოში ზურაბ ყვავაძის მიერ წარმოდგენილი პირის დამატების საკითხის განხილვა (აქციონერის მიერ დღის წესრიგზე დამატებული საკითხი).

 

წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საოპერაციო მმართველობის ეფექტურობის გაზრდას, ამ პროცესში აქციონერთა და მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართულობით, რაც დადებით როლს ითამაშებს საზოგადოების განვითარებაში. წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოების წესდება მოდიფიცირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დღის წესრიგთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ დამატებითი განმარტებები მიიღონ საზოგადოების ადმინისტრაციაში.

 

გენერალური დირექტორი ნატო გელაშვილი