„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.103.016326
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 29 მაისი

დაბა მესტია

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“  მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  22 ნოემბრის  №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.11.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.103.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-11 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

ბ)აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემებისა და მერის დავალებით მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს სამუშაო ჯგუფის (ჯგუფების) შექმნის თაობაზე;

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;

თ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ი) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელშეწყობის მიზნით;

კ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:

კ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

კ.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ლ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად;

მ)ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული  რეგისტრაციის  წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის  შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის გამმოცემისთვის  ყველა საჭირო  ღონისძიებას. ხელს უწყობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს და წარმოადგენს აღნიშნული კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს.

ნ) ასრულებს მერის სხვა დავალებებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16.

1. მერიაში საჯარო მოხელის კატეგორიას არ მიეკუთვნება:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი, რომელიც ასრულებს არამუდმივ სამუშაოს;

ბ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი, რომელიც ასრულებს ტექნიკური სამუშაოს;

გ)ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები (მერის წარმომადგენელი და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, რომელთაც კონკურსის გარეშე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი);

დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო საწარმოოს ხელმძღვანელი;

2.მერის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,შრომის კოდექსის“, ხელშეკრულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ხოლო კერძო საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.“

3. დადგენილებით   დამტკიცებული დებულების დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები

1. მერიის მოხელის  (საჯარო მოსამსახურის) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. მერიის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 24 დღიანი (სამუშაო დღე) ანაზღაურებადი შვებულებით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. მერიის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ.

თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე