ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №14
2020 წლის 28 მაისი
ქ. ხობი
1. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ ქუჩებს გადაერქვას და თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად, ეწოდოს შემდეგი სახელები:
ა) სტალინის ქუჩას – ზვიად გამსახურდიას სახელი;
ბ) ბერიას ქუჩას – ჟიული შარტავას სახელი;
2. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ უსახელო ქუჩებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად, ეწოდოს შემდეგი სახელები:
ა) ქუჩა №1 – ალექსი მირცხულავას სახელი;
ბ) ქუჩა №2 – პიერ და ბადრი კობახიძეების სახელი;
გ) ქუჩა №3 – „კოლხეთის“ სახელი;
დ) ქუჩა №4 – ალიოშა ბერაიას სახელი;
3. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ ქუჩებზე მდებარე შესახვევებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული შესახვევების შესაბამისად, გადაერქვას და ეწოდოს შემდეგი სახელები:
ა) სტალინის I შესახვევს გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ზვიად გამსახურდიას I შესახვევი;
ბ) №4 ქუჩის I შესახვევს მიენიჭოს ალიოშა ბერაიას I შესახვევი;
4. ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქი ხობი) არსებულ უსახელო ქუჩებზე მდებარე ჩიხებს, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
ა) ქუჩა №1-ის I ჩიხი – ალექსი მირცხულავას I ჩიხი;
ბ) ქუჩა №2-ის I ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების I ჩიხი;
გ) ქუჩა №2-ის II ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების II ჩიხი;
დ) ქუჩა №2-ის III ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების III ჩიხი;
ე) ქუჩა №2-ის IV ჩიხი – პიერ და ბადრი კობახიძეების IV ჩიხი;
ვ) ქუჩა №3-ის I ჩიხი – კოლხეთის I ჩიხი;
ზ) ქუჩა №3-ის II ჩიხი – კოლხეთის II ჩიხი;
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
6. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.