თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2020
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016427
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.08.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2020 წლის 2 ივნისი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 124-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართი №1).
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016105 გამოქვეყნების თარიღი 03/08/2012) და „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016104. გამოქვეყნების თარიღი 03/08/2012).
მუხლი 4🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისოსო მამულაშვილი
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
მითითება №_____
_______________________ ________/_________/________წ.
(შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
დამრღვევის დასახელება: _____________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სამშენებლო ობიექტი: __________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
(დანიშნულება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის შემდეგი ფაქტი:
___________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის საფუძველზე გაიცა მითითება:
ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ;
ბ) დარღვევის გამოსწორების შესახებ;
გ)სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის
შესახებ;
დ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. დარღვევის გამოსწორების ვადა: _____________________________ (_______________) დღე. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: ________________________ _______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დამრღვევი: ___________________________________ _______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: ___________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
დანართი №2
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი №______
_______________________ ________/_________/________წ. (შედგენის
ადგილი) (შედგენის თარიღი)
დამრღვევის დასახელება: ___________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სამშენებლო ობიექტი: ___________________________________________________________
_______________________________________________________________________
(დანიშნულება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
დამრღვევს მიეცა №_____ მითითება მასზე, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა სამართალდარღვევის შემდეგი ფაქტი:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 124-ე მუხლის საფუძველზე გაიცა მითითება:
ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ;
ბ) დარღვევის გამოსწორების შესახებ;
გ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყნების აკრძალვის
შესახებ;
დ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ.
აქტის შედგენის ეტაპისათვის მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ №________ მითითება:
ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად შესრულდა.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:
ა) ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას (მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა);
ბ) დარღვევის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ე) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის (მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.
დარღვეულია: ______________________________________________________________________ _______________________________________________________________________________
(გამოვლენილი დარღვევა)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _____________________________ ______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: ________________________ ______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დამრღვევი: ________________________________ ______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: _________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________