სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-746/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-746/ო

2020 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“), შესაბამისად ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „Brothers“-ის (მის: ქ. ბათუმი, გენ. აბაშიძის ქუჩა №14/გენ. აბაშიძის და ბაგრატიონის კვეთა) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №002248, ბრძანება №02-1476/ო, 18.07.2017წ.);

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64);

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „Brothers“-ის კლინიკური მენეჯერის მ. მჟავანაძის და დირექტორების ჯან დუშმეზის და ირაკლი ხახვას განცხადება №41257, 30.04.2020წ.         

დირექტორი                                                                              ზაალ კაპანაძე.