⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების თაობაზე დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.01.1999
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.463
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3(10), 31/01/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,107 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.1999 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების თაობაზე დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 1.0in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;}  სახელმწიფო სა რეგისტრაციო ნომერი  370.012.003.463 შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №12 14 იანვარი 1999 წელი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის თაობაზე დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის ღონისძიებათა შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის შესახებ დროებითი ინსტრუქცია (თან ერთვის); 2. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „ პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად; 3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე; 4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. კ. თარგამაძე დროებითი ინსტრუქცია ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის შესახებ 1. საბანკო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, წარმოებების, კერძო სტრუქტურების, ფირმების, პიროვნებების და ა.შ. ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა დაცვა მათი ინკასირების დროს დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ხორციელდება ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ფულადი სახსრების და სხვა ფასეულობათა დაცვაზე მათი ინკასირების დროს დასაქმებული უნდა იყვნენ ფიზიკურად ძლიერნი, დისციპლინირებული, გამოცდილი პოლიციელები, როლმლებსაც გავლილი აქვთ პირველადი დაწყებითი მომზადების კურსები და უნარი შესწევთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. 3. სამსახურის დაწყების წინ პოლიციელებთან ტარდება ინსტრუქტაჟი მარეგლამენტირებელი ბრძანებების და მოთხოვნების შესაბამისად. 4. დამკვეთისაგან შეკვეთის მიღების შემთხვევაში, პოლიციელები ინკასირების დაწყების წინ დავალებას ღებულობენ ფულადი სახსრების და სხვა ფასეულობათა დაცვის განყოფილების (ქვეგანყლფილების) ხელმძღვანელობისაგან, ხოლო საქართველოს იმ რაიონებში, სადაც შექმნილია დაცვის ჯგუფები – დაცვის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობისაგან და ასრულებენ მათ ბრძანებებს. 5. დაცვის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელობა, ფულადი სახსრების და სხვა ფასეულობათა რაოდენობის, გადასატანი მანძილისა და რაიონების კრიმინოგენური თვისებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაცვის პოლიციელთა და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას. თუ გადასატანი ფულადი სახსრები და ფასეულობა განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა, აუცილებელია გამოყენებული იყოს ორი ან რამდენიმე ეკიპაჟი, ხოლო ფულადი სახსრები და ფასეულობები მოთავსებული უნდა იქნას დაჯავშნულ, სპეციალურ ავტომობილში. 6. ქალაქისა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, ფულადი სახსრების და ფასეულობათა დაცვა-გადატანის შემთხვევაში დასაშვებია გამოყენებული იქნას ერთი ავტომობილი და მინიმუმ ორი პოლიციელი, ისე რომ არცერთი არ უნდა იყოს დაკავებული ავტომობილის მართვით. აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციელი და დამკვეთის ერთი წარმომადგენელი ახდენენ ფულადი სახსრებისა და ფასეულობების შეკრებას, ხოლო მეორე პოლიციელი და მძღოლი-პოლიციელი დამკვეთის მეორე წარმომადგენელთან ერთად რჩებიან დაკეტილ ავტომობილში და უზრუნველყლფენ მასში არსებული თანხებისა და ფასეულობების დაცვას. 7. „ დამკვეთთან“ ხელშეკრულების გამფორმებისას ზუსტად უნდა განისაზღვროს „ დამკვეთის“ და „ დაცვის“ ვალდებულებები, კერძოდ, ანგარიშსწორებაზე, იმ ოპერატიული მონაცემების (ავტომობილის მარკა, სახ. ნომერი, გადასაადგილებელი მარშრუტი, დრო, გადასატანი ტვირთის დასახელება და რაოდენობა, დაცვის ძალები, მათი შეიარაღება და სხვა) საიდუმლოდ შენახვაზე, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ფულისა და ფასეულობათა დაცვას. 8. დაცვის მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება დამკვეთსა და დაცვას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე: გადასატანი ფულის, ფასეულობის რაოდენობის, მარშრუტის სიგრძის და რაიონის ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე. მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა მიეთითება ფულად ჩამონათვალში. როგორც ხელშეკრულება, ასევე ფულადი ჩამონათვალი დგება ორ ეგზემპლარად და ითვლება საიდუილო დოკუმენტად, ხოლო კერძო სტრუქტურებთან, ფირმებთან, პიროვნებებთან და ა.შ. ერთჯერად დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება დამკვეთის მიერ დაცვის პოლიციაზე გადასახდელი თანხების რაოდენობა და გადახდის თარიღი. 9. ფულისა და ფასეულობის დაცვის, ინკასირების დროს, ფულისა და ფასეულობას „ დამკვენთისაგან“ იბარებს „ დამკვეთის“ წარმომადგენელი. ხოლო „ დაცვა“ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილამდე მათ უსაფრთხოებას. 10. პოლიციელები სამსახურის დაწყებისას სრულად უნდა იყვნენ ეკიპირებულნი. თითოეული პოლიციელი შეიარაღებული უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღით, რაიდისადგურით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ჯავშანჟილეტებით, ხელჯოხებით და ა.შ.). 11. შემუშავებული უნდა იქნეს გეგმა-მარშრუტის რამოდენიმე ვარიანტი გრიფით „ საიდუმლო“ , რომელიც ინახება დაცვის პოლიციის განყოფილების (ქვეგანყოფილების) ხელმძღვანელობასთან და ერთ-ერთ ვარიანტს აძლევს ეკიპაჟს სამსახურის შესრულების წინ. 12. იმ ავტომობილებს, რომელითაც ხდება ფულადი სახსრების და სხვა ფასეულობის გადატანა ყოველდღიურად უტარდებათ ტექნიკური დათვალიერება. მძღოლი – პოლიციელი, რომელზეც ბრძანებით არის ავტომობილი მიმაგრებული, პასუხიმგებელია მის გამართულ მუშაობაზე. 13. ავტომობილზე მიმაგრებულმა მძღოლმა პოლიციელმა კარგად უნდა იცოდეს ის გზები და ქუჩები, რომელზედაც მოუხდებათ მოძრაობა ფულადი სახსრების და ფასეულობათა გადატანა დანიშნულების ადგილამდე, აგრეთვე მათთან მიმდებარე ის გზები და ქუჩები, რომელიც გაუთვალისწინებელ შემთხვევებში შეიძლება იქნას გამოყენებული, რის შესახებ ჯგუფის უფროსმა რაიდიკაშირით უნდა აცნობოს ხელმძღვანელობას. 14. პრლიციელები და „ დამკვეთნი“ ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ საინკასაციო დავალების თარიღი, დრო, ობიექტების ადგილმდებარეობა, ოპერაციის თანმიმდევრობა და მარშრუტი. 15. ეკიპაჟი ვალდებულია დაამყაროს რადიკავშირი დპ დანაყოფებთან, სისტემატიურად გადასცეს თავისი ადგილსამყოფელი, ყოველ მომსახურე ობიექტთან მისვლისას ან წამოსვლისას, ხოლო როდესაც ხდება დიდი ოდენობის ფულადი სახსრების და ფასეულობათა ინკასირება, კავშირი იქონიოს ყველა გამცილებელ ეკიპაჟთან. 16. ფულადი სახსრების და ფასეულობათა ინკასირების დროს კატეგორიულად იკრძალება: – ავტომობილის შეჩერება (გარდა იმ შემთხვევასა, როცა ამას მოითხოვს მოძრაობის წესები და უსაფრთხოება); – უცხო პირებთან კონტაქტი; – რადიკავშირით ფულადი სახსრების და ფასეულობათა გადატანასთან დაკავშირებული ცნობების გადაცემა; – ტელეფონით სარგებლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, ისიც კოდირებული ტექსტით); – სპეცტრანსპორტში შეუშვას გარეშე პირები; – შეასრულოს მოქმედება, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობასთან არაა დაკავშირებული. სპეცავტომანქანაში ყოფნისას კატეგორიულად იკძალება ავტომობილის კარების, ფანჯრების, ლუკის გახსნა, გარეთ გამოსვლა და სიტუაციების გარკვევა. 17. ეკიპაჟის წევრებს მოვალეობის შესრულებისას ეკრძალებათ ჩაერიონ რაიმე ინციდენტში, რომელიც უშუალოდ არ ეხება შესასრულებელ სამუშაოს (ავტოსატრანპორტო შემთხვევა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სხვა) თუ ეს შემთხვევა სერიოზულია და იგი საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცლცხლეს და ჯანმრთელობას, ამის შესახებ იგი დაუყოვნებლივ აცნობებს რადიოსადგურით შს ორგანოს ოპერატიულ მორიგეს და დპ განყოფილებას. 18. ფულისა და ფასეულობის გადატანის დროს სპეცავტომობილის არაგეგმიური გაჩერების შემთხვევაში (გზის ჩახერგვა, ავტომობილის საცობში მოყოლა, სპეცტრანსპორტის მწყრბრიდან გამოსვლა ან მათზე თავდასხმა და სხვა), როდესაც შეუძლებელია გზის გაგრძელელება, ეკიპაჟის ხელძღვანელი დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფოდ გადასცემს მომხდარის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შს ორგანოს ოპერატიულ მორიგეს, დპ დანყოფს, ერთერში მომუშავე ყველა ოპერატიულ ჯგუფს, ხოლო თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში, გასცემს ბრძანებას თავდასხმის მოგერიების მზადყოფნის შესახებ. 19. პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში, თანახმად საქართველოს კანონისა „ პოლიციის შესახებ“ . 20. ფულადი სახსრების და ფასეულობათა დაცვა-ინკასირების დროს თავდასხმის შემთხვევაში პოლიციელები ვალდებულნი არიან: – მიიღონ გადამწყვეტი ზომები დანაშაულის აღსაკვეთად; – მომხდარის შესახებ აცნობონ შს ორგანოს ოპერატიულ მორიგეს, დაცვის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელობას; – შემთხვევის ადგილზე „ დამკვეთის“ და შს ორგანოების თანამშრომლების მისვლამდე მიიღოს ზომები ფულადი სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების შესანარჩუნებლად. 21. დაცვის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელობა მჭიდრო კონტაქტს ამყარებს პოლიციის შს რაიონული სამმართველოების (განყოფილებების) ხელმძღვანელობასთან. თავის მხრივ პოლიციის შს რაიონული სამმართველოების (განყოფილებების) ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ინკასირების დაცვის ჯგუფების შეუფერხებელ გადაადგილებას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე და კრიტიკულ სიტუაციებში უწევს სათანადო დახმარებას ფასეულობის დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დასაცავად.