სს გრაალი-92 - ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება 
სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
2020 წლის 30 ივნისს, 12:00 საათზე, მოწვეულია სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება მისამართზე:  თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი №42, შემდეგი დღის წესრიგით:

1. საზოგადოების მიერ აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა;

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.

სს „გრაალი-92“ -ის (სნ 208145782) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2020 წლის 01 ივნისი. აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სს „გრაალი-92“ -ის (სნ 208145782)  მისამართზე:  თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი, №42, 2020 წლის 19 ივნისიდან 2020 წლის 30 ივნისამდე, ყოველ სამუშაო დღეს, 12-00 საათიდან 14-00 საათამდე.

სს „გრაალი-92“-ის (სნ 208145782) სამეთველყურეო საბჭოს მიერ გაცემულია რეკომენდაცია, საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მიერ მხარდაჭერილ იქნეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება საზოგადოების მომსახურე ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში, მისამართი: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა (მოსაშვილის 11), მე-7 სართული, ოფისი 714, ელ.ფოსტა – info@usr.ge, ვებგვერდი – www.usr.ge.

 

სს „გრაალი-92“ -ის (სნ 208145782)

გენერალური დირექტორი                                                                                                 ზურაბ ლოლუა 

 

04 ივნისი, 2020 წელი