„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-243/ო

2020 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ   

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  ბრძანების პირველი პუნქტის „უ‘‘ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის (დანართი  №20);‘‘. 

2. ბრძანებით დამტკიცებული №20 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანების პირველ პუნქტს „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ფ  ყ“ ქვეპუნქტები:

„ფ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის (დანართი  №21);

ქ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის (დანართი  №22);

ღ)  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მეზღვაურთა საწვრთნელ დაწესებულებებში მსმენელთა მიღებისა და კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით (დანართი  №23);

ყ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სარკინიგზო ტრანსპორტისთვის (დანართი  №24).‘‘.

 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრი                                                  ეკატერინე ტიკარაძე

📎 დანართები (5)
დანართი_20 DOC

დანართი №20

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის

ზოგადი რეკომენდაციები:

o საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში, არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

o უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი (მოსაცდელში, მეტროს სალაროსთან). გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);

o დასაქმებულები უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

• ნიღბით;

• პირბადე და დამცავი ფარი - საჭიროების შესაბამისად;

o მეტროსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (ღილაკების, კარების სახელურების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

o აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა.

შენიშვნა: ამ წესის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყოს სავალდებულო პირობითი ნიშნები.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში:

o მძღოლის კაბინასთან, მძღოლსა და მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს ბარიერი (გარდა მიკროავტობუსებისა);

o ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების (ხელის დასასვენებელი ადგილი) დამუშავებას;

o მუდმივად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;

o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.

მეტროში:

o ყოველდღიურად მოხდეს ესკალატორების სახელურების და სხვა ხშირად გამოყენებული ზედაპირების სველი წესით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით;

o უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

o უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად;

o ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენება);

o მეტროში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პერსონალი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აღჭურვეთ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

• ნიღაბი;

• ხელთათმანი;

• სახის დამცავი ფარი;

• სპეცტანსაცმელი;

o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.

დასაქმებულთა და მგზავრთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები;

o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

o სამუშაოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაშ გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

o გამოიყენეთ 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

[pic]

-----------------------

[pic]

[pic]

-----------------------

[pic]

[pic]

[pic]

1

დანართი_-21.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №21

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის

საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები

ზოგადი რეკომენდაციები:

შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა აღწერდეს ვირუსის საეჭვო შემთხვევისას რეაგირების ღონისძიებებს;

უზრუნველყავით მუდმივი კავშირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურებთან;

გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება:

  • მგზავრთა რეგისტრაციის სივრცეებში;

  • საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ადგილებში;

  • სასაზღვრო -საპასპორტო კონტროლის ადგილებში;

  • მოსასვენებელი სივრცეებში;

  • ჩასხდომის დარბაზში, სამგზავრო ხიდებში და ავტობუსებში, როდესაც ჩასხდომა არ ხორციელდება ხიდის მეშვეობით;

  • ტერმინალის შემოსასვლელსა და გასასვლელში;

  • საინფორმაციო სამსახურის ზონებში;

  • სალაროების ზონებში;

  • მაღაზიების გარეთ და შიგნით;

  • ბანკების ზონებში;

  • ბარგის შეფუთვის ადგილებში;

  • სამედიცინო პუნქტებში;

  • აფთიაქის ზონებში;

  • კაფე რესტორნების ზონებში;

  • განსაზღვრეთ გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).

მოთხოვნები გამგზავრებისას ტერმინალში:

ადამიანთა თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყავით ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის მოწყობა;

ტერმინალში უზრუნველყავით მხოლოდ მგზავრების, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლების/მომსახურე პერსონალის დაშვება, ან უზრუნველყავით ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ბარგის შეფუთვა, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის უზრუნველყავით სპეციალური ოთახ(ებ)ის გამოყოფა;

საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნულ ორგანოებთან კოორდინაციით, უნდა დანიშნონ შესაბამისი პირები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად (რესპირატორული სიმპტომების გამორიცხვის მიზნით), რომელებიც უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო სწავლებით;

თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ 2-საათში ერთხელ;

მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში;

მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაუშვით მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);

მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით - დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით:

  • ნიღაბი (4 საათიანი ინტერვალით);

  • სათვალე/დამცავი ფარი;

  • ხელთათმანი.

    მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარის განთავსების შესაძლებლობით;

    მგზავრის მომსახურების არეები დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად;

    უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) ვენტილაციის გამართულ მუშაობაზე;

    უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

    უზრუნველყავით ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად;

    მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობა ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ადგილზე უზრუნველყავით სადეზინფექციო 60-70%-იანი ხსნარის განთავსება.

მოთხოვნები საჰაერო ხომალდზე ყოფნისას:

უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;

მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე;

განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავითი მგზავრთა ინფორმირება;

ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;

ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ სწორად განკარგვის წესების შესახებ;

ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით;

ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან;

მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;

მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;

საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში. 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი;

მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;

ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა;

ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 - ით ინფიცირების შემთხვევისათვის;

მგზავრები გააფრთხილეთ, დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე;

დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე;

სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;

  • იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუდმივი ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომი, უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ზომები:

  • დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად;

  • ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს იგი დამატებითი ნიღბებით;

  • იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;

  • იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო მგზავრი ნიღაბს ვერ იჩერებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთჯერადი ცხვირსახოცებით და მიეთითოს, რომ ხველების ან ცემინების დროს გამოიყენოს ისინი პირისა და ცხვირის დასაფარად;

  • იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სუნთქვა უჭირს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დახმარება დამატებითი ჟანგბადის მიწოდების მიზნით;

  • უნდა განისაზღვროს ინფექციაზე საეჭვო მგზავრებისთვის იზოლაციის ადგილი (მაგალითად, გამოტოვოს ორი (2) რიგი სავარძლებისა);

  • ყველა სხვა ფაქტორისა და თვითმფრინავის საჰაერო მიმოქცევის სისტემის გათვალისწინებით, ინფექციაზე საეჭვო მგზავრი უნდა მოთავსდეს წინა მარჯვენა ფანჯარასთან სავარძელში;

  • ისარგებლოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საპირფარეშოთი. აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული დანარჩენი მგზავრების ან ეკიპაჟის მიერ;

  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალსა და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდეს ტესტირება და გადავიდეს იზოლაციაში. შემდგომი ქმედება განხორციელდეს ტესტის პასუხის შესაბამისად;

  • ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად.

მოთხოვნები ტერმინალისადმი მოფრენისას:

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას უზრუნველყოფილ უნდა იყოს მგზავრთა თერმული სკრინინგი (სიცხის გაზომვა). იმ შემთხვევაში თუ მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელეთ არსებული პროტოკოლის დაცვით;

მგზავრებს შორის უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 1.5 მეტრი) დაცვა. განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში;

მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით;

მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში სათვალე/დამცავი ფარი);

ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყავით ცალკე კორიდორი;

ტერმინალში უზრუნველყავით მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის დაშვება მხოლოდ ნიღბებით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომზადება:

  • უზრუნველყავით ეკიპაჟების სწავლება პანდემიის დროს მგზავრების მომსახურების უსაფრთხო პროცედურებთან დაკავშირებით;

  • მოაწყვეთ დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

  • მძღოლები აღჭურვეთ ნიღბებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანებით;

  • გააფრთხილეთ მგზავრები, დახურულ სივრცეებში ატარონ ნიღაბი;

  • რეგულარულად დაასუფთავეთ მძღოლის კაბინა და ავტობუსის სამგზავრო სალონი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ყოველი რეისის მომსახურების შემდეგ);

  • დასუფთავებისას, განსაკუთრებული ყურადღებით დაამუშავეთ კარის შიდა და გარე სახელურები, საჭე და სასიგნალო მოწყობილობების დაფა;

  • სატრანსპორტო საშუალების სალონის დასუფთავებისას დაამუშავეთ სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლაური (ხელის დასასვენებელი ადგილი);

  • რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი;

  • ყოველი მარშუტის დასრულების შემდეგ განახორციელეთ ავტობუსების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად.

აეროპორტების მომზადება:

  • ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ:

  • ტერმინალში მგზავრთა მომსახურების სივრცეების მარკირება, აგრეთვე, მოსასვენებელი სავარძლების ნაწილის ანულირება სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

  • მგზავრთა თერმული სკრინინგი გამგზავრებამდე (სიცხის გაზომვა);

  • პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

  • სივრცეების რეგულარული დასუფთავება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

  • ხელის ანტისეპტიკური საშუალებების- სანიტაიზერების ხელმისაწვდომობა;

  • მგზავრთა რიგების მართვა სათანადო დისტანციის დაცვის მიზნით;

  • ავტობუსების დასუფთავება/დეზინფექცია;

  • მგზავრების ინფორმირება მოქმედი ნორმების თაობაზე (ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ) ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

  • COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ბანერებისა და თვალსაჩინოებების განთავსება ტერმინალში;

  • სივრცეების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციების შესაბამისად.

შენიშვნა: შემოთავაზებული რეკომენდაციები რეგულარულად შეფასდება და განახლდება, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_-22.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №22

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის

ძირითადი რეკომენდაციები:

  • გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ:

  • ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;

  • აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ 2 მ-ის დაცვით);

  • რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება;

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:

  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში იმოქმედეთ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად (იხ. თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები).მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);

  • რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით სარეზერვო სექტორი;

  • ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);

  • განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის - ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;

  • ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;

  • უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;

  • სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;

  • სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;

  • გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;

  • სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 60-70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი, რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება);

  • გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით ).

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:

  • სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;

  • სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;

  • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

  • უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

  • გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;

  • განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით;

  • ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.

შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.

უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:

  • ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).

საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:

  • ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.

საგამოცდო ცენტრის დალაგება:

  • საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;

  • გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;

  • სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);

  • დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;

  • მაგიდების გამჭვირვალე ბარიერები და სხვა მცირე ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;

  • იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;

  • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;

  • დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები);

აკრძალულია : დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;

  • საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;

  • დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია

  • ნიღაბი;

  • ერთჯერადი ხალათი;

  • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

  • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:

  • რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

  • თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

  • თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:

  • თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

  • იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;

  • 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

  • ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:

  • თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;

  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;

  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;

  • გამოიყენეთ 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

გამოსაცდელთა ვალდებულებები:

  • საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;

  • საგამოცდო ცენტრში ნიღბის ტარება აუცილებელია;

  • დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_-_23.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №23

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoC-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მეზღვაურთა საწვრთნელ დაწესებულებებში მსმენელთა მიღებისა და კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით

წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს დაწესებულებაში შესვლისა და კურსების ჩატარების წესს.

ზემოაღნიშნული შეზღუდვების დროს კურსის თეორიული ნაწილის სწავლება უნდა განხორციელდეს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილის - დაწესებულებაში, კურსის მსმენელთა უშუალო ჩართულობით.

მსმენელის მიერ კურსზე დარეგისტრირების მიზნით უნდა განხორციელდეს შემდეგი მოქმედებები:

  • მოამზადოს სათანადო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით, კურსზე დისტანციურად (ელექტრონულად) რეგისტრაციის მიზნით;

  • მსმენელმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადის ფორმა და თანდართული დოკუმენტებით საწვრთნელ დაწესებულებაში გააგზავნოს ელექტრონული ფორმით. საწვრთნელი ცენტრი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ აპლიკანტებს ატყობინებს კურსის დაწყების თარიღსა და დროს.

მსმენელების დაწესებულებაში მიღებისათვის საჭირო მოთხოვნები:

  • მსმენელების მიერ შენობაში პირველადი შესვლა უნდა განხორციელდეს მთავარი შესასვლელიდან (ან სხვა ერთიანი შესასვლელიდან);

  • ერთიან შესასვლელთან ხორციელდება თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს მსმენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

  • 370C-ზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მსმენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და იგი ექვემდებარება გადამისამართებას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 112-ის ცხელი ხაზის მეშვეობით;

  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და აშ.) მსმენელის მიღება დაწესებულებაში;

  • შენობის შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • არ დაუშვათ პერსონალი, მსმენელები და სხვა პირები შენობაში/დახურულ სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);

  • უზრუნველყავით სამუშაო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით;

  • უზრუნველყავით დასაქმებულთა, მსმენელთა და მესამე პირთა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;

  • სათანადო ადგილას უნდა გამოაკარით ინფორმაცია ხელის ჰიგიენის შესახებ;

  • უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;

  • უზრუნველყავით პერსონალი, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

  • ნიღაბი;

  • ხელთათმანები;

  • დამცავი ფარები;

  • მსმენელთა საწვრთნელი სივრცეების შესასვლელები უზრუნველყავით 60% - 70%-იანი ალკოჰოლშემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით;

  • გამოიყენეთ სანიტარიული შესვენებები;

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და მსმენელებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • საწვრთნელი ცენტრის სივრცეში უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა;

  • იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში მყოფ რომელიმე პირს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ან გამოუვლინდა რესპირატორული ინფექციის დამახასიათებელი ზემოაღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლად ხორციელდება 112-ის ცხელ ხაზზე დაკავშირება, შემდგომ სივრცის განიავება, ყველა შეხებადი ზედაპირისა და ხელსაწყოს (მათ შორის ტემპერატურის გამზომი ხელსაწყოს) სათანადოდ დასუფთავება და დეზინფექცია;

  • სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, ხშირად გამოყენებული ზედაპირების დასამუშავებლად და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • უზრუნველყავით წვრთნისათვის საჭირო ინვენტარის (მრავალჯერადი გამოყენების სპეციალური ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, სამაშველო ჟილეტების, ცეცხლმაქრების, გაზოანალიზატორების და ა.შ) სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება კურსის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ;

  • სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ შესაბამისი დანართის მიხედვით.

კურსის ჩატარებისათვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარებისას გამოიყენეთ პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი;

  • არ დაუშვით საწვრთნელ ცენტრში/დაწესებულებაში არცერთი პირი დამცავი ნიღბის გარეშე;

  • მსმენელები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;

  • გამოიყენეთ ცვლებში მეცადინეობის რეჟიმი;

  • ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;

  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

პერსონალის, მსმენელებისა და მესამე პირების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები დაწესებულების სივრცეში;

  • გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დანიშნულების მიხედვით;

  • ჩაიტარეთ ხელების ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა);

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.

დანართი-24.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №24

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სარკინიგზო ტრანსპორტისთვის

ზოგადი რეკომენდაციები ტრანსპორტისათვის

სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, უზრუნველყავით მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი;

შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა;

ინფექციის შემცირების მიზნით სერვის ცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

უზრუნველყავით სერვის ცენტრებში უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი შესაბამისი სტიკერების განთავსება (იატაკის ზედაპირზე) აგრეთვე, მოსასვენებელი სკამების ნაწილის ან სრულად მოხსნა/დემონტაჟი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;

სერვის ცენტრის მოსაცდელ დარბაზში, მომსახურე პერსონალისა და მგზავრებისთვის, ხელმისაწვდომ ადგილას (საბილეთო სალაროს მიმდებარედ) განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა - წყლითა და თხევადი საპნით;

სამუშაო ადგილებზე უზრუნველყავით ხელის დასამუშავებელი 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებების განთავსება და დასაქმებულებს მიაწოდეთ ინფორმაცია მათ სწორ მოხმარებაზე;

მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

პერიოდულად გაანიავეთ სამუშაო სივრცეები; თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; უზრუნველყავით თქვენს სამუშაო სივრცეში დასაქმებულები/მესამე პირები გამართული სავენტილაციო სისტემით;

მომსახურების ცენტრები უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად;

თქვენს სამუშაო სივრცეში (ყველგან, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა) არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ;

უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3-ჯერ დღეში. ყოველი დღის ბოლოს სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად;

შეზღუდეთ მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტების გაზეთების გავრცელება;

არ გადასცეთ მგზავრებს ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. (გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა).

მგზავრობის დაწყებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები

ინფორმაციაა მგზავრებისთვის:

თუ მგზავრობის დაწყებამდე შეუძლოდ გრძნობთ თავს, არ გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალება;

საერთო გამოყენების ადგილებში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია და გამოიყენეთ ნიღაბი;

შეიძინეთ ბილეთი წინასწარ (რეკომენდირებულია ელექტრონულად), რათა თავიდან აიცილოთ რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება;

გაჩერებებზე/სადგურებზე დაიცავით უსაფრთხო დისტანცია სხვა პირებთან.

სატრანსპორტო კომპანიისათვის:

ბილეთების რეალიზაციის პროცესში ყველა მგზავრს გააცანით მგზავრობის ინსტრუქცია, სტიკერებისა ან/და ვიდეო-აუდიო საშუალებების გამოყენებით);

შესაძლებლობის გათვალისწინებით უზრუნველყავით მატარებლების მოქნილი განრიგი იმის გათვალისწინებით რომ არ მოხდეს რამდენიმე მატარებლის მგზავრთა ერთდროულად თავშეყრა სერვის ცენტრებში;

უზრუნველყავით სამატარებლო შემადგენლობის ყოველდღიური დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად.

მგზავრობის პროცესში გასატარებელი ღონისძიებები:

მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი;

ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა;

მომსახურე პერსონალი უზრუნველყავით ნიღბებით;

მომსახურე პერსონალი გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან;

გამცილებელმა/კონტროლიორმა მგზავრისთვის ბილეთის შემოწმება განახორციელოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისთვის ან სხვა პირისთვის (გარდა მგზავრისა) ბილეთის გადაცემა.

მოთხოვნები მატარებლის სალონისადმი:

მატარებლის სალონში უზრუნველყავით ჰაერის ფილტრაციის ინტენსიური რეჟიმი:

  • ჯრს ტიპის (Stadler) ელექტრომატარებლებზე კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა კლიმატ-კონტროლისა და ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ხოლო საჭიროების შესაბამისად, სუფთა ჰაერის მიღება გარედან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;

  • ვმკ, ჯრტ სერიის ელექტრომატარებლბზე და სამგზავრო ვაგონებზე - ბუნებრივი ვენტილაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში - კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა ავტომატურ რეჟიმში, სუფთა ჰაერის გარედან მიღების გზით, საჭიროების მიხედვით;

  • განახორციელეთ მატარებლების ჰაერის ფილტრების ინტესიური წმენდა;

    უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, სავარძლების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება პერიოდულად, ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ;

    უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია ყოველ 3 საათიანი ინტერვალით;

    ყოველი მარშრუტის შემდეგ მოახდინეთ შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია დასუფთავება/დეზინფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG