„საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფლობითი ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.01.1999
გამომცემი ორგანო ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ნომერი №2-ს
სარეგისტრაციო კოდი 110.013.003.470
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4 (11), 12/02/1999
matsne.gov.ge 1,930 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფლობითი ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 59.15pt 56.75pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 110.013.003.470 საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №2-ს 1999 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფლობითი ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფლობითი ლიცენზირების დებულება“, თანდართული სალიცენზიო კომისიის დებულებასთან ერთად. 2. დებულება ძალაში შევიდეს გამოქვყნებისთანავე. ვ. შუბლაძე საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფლობითი ლიცენზირების დებულება I. ძირითადი დებულებანი 1. „საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ლიცენზირების დებულება“ შედგენილია საქართველოს კანონის „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საფუძველზე და არეგულირებს საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დარგში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირების (ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტები) საქმიანობის ნებაყოფლობითი ლიცენზირების წესსა და პირობებს. 2. ლიცენზია არის მკაცრი აღრიცხვის საბუთი, ფორმდება სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდზე, აქვს სააღრიცხვო სერია, სარეგისტრაციო ნომერი და ყალბად დამზადებისაგან დაცვის სათანადო ნიშნები. 3. ლიცენზიის გაცემა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობაზე ხდება ნებაყოფლობის საფუძველზე, ტურისტული და საკურორტო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. 4. ლიცენზიის არქონა არ შეიძლება გახდეს იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის ტურისტული და საკურორტო საქმიანობის აკრძალვის ან შეზღუდვის საფუძველი. 5. ტურისტულ საქმიანობაში იგულისხმება ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტუროპერატორული, ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გამაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. 6. საკურორტო საქმიანობაში იგულისხმება ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება, პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით. 7. ლიცენზია გაიცემა ცალკე ტურისტულ და ცალკე საკურორტო საქმიანობაზე. იურიდიული ან ფიზიკური პირი შეიძლება გახდეს ორი ლიცენზიის მფლობელი. 8. ლიცენზია გამოკრული უნდა იყოს მფლობელის ოფისში, თვალსაჩინო ადგილზე. II. ლიცენზირების საგანი 1. ლიცენზიას გასცემს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ამ რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტები, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტების მიერ გაცემული ლიცენზია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. ლიცენზია ტურისტული და საკურორტო საქმიანობის წარმოებაზე გაიცემა სამი წლის ვადით. ლიცენზიის გაცემა ახალი ვადით წარმოებს ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. აკრძალულია ლიცენზიის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემა. 4. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს, ტურისტული და საკურორტო საქმიანობით დაკავებული ნებაყოფლობით ლიცენზირებული იურიდიული და ფიზიკური პირები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში. 5. ტურისტულ და საკურორტო საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემმა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტებმა, ლიცენზიის გაცემიდან 15 დღის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იურიდიული და ფიზიკური პირების სპეციალურ რეესტრში შესატანად III. ლიცენზიების გაცემის წესი 1. ლიცენზიების გაცემის წესი გულისხმობს: ა) განცხადებისა და დოკუმენტების მიღებას; ბ) მათ განხილვას სალიცენზიო კომისიის მიერ; გ) გადაწყვეტილების მიღებას, ლიცენზიის გაფორმებასა და გაცემას. 2. გადაწყვეტილების მიღება და ლიცენზიის გაცემა ხდება სალიცენზიო კომისიის მიერ, რომლის დებულებაც მტკიცდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. 3. ტურისტულ და საკურორტო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება: ლიცენზიის მაძიებლის დასახელება (ფიზიკური პირებისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი, პროფესია, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი), იურიდიული პირებისათვის – ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის გვარი და სახელი, ტელეფონის, ფაქსის ნომრები, ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სახეობა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ლიცენზიის მაძიებელი ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ბ) დადგენილება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ; გ) წესდება; დ) ცნობა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოდის მინიჭების შესახებ; ე) ცნობა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან აღრიცხვაზე აყვანის შესახებ; ვ) ლიცენზიის გაცემის მომსახურეობისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა გადამხდელს უკან არ უბრუნდება. 4. ტურისტული და საკურორტო საქმიანობით დაკავებული იურიდიული და ფიზიკური პირები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარდა ზემოთ აღნიშნულისა წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს: ა) ტუროპერატორული საქმიანობის სუბიექტები: წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ხელმოწერილ ცნობას, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ოფისის ადგილმდებარეობის აღწერა, დაკავებული ფართი და მისი სანიტარულ-ჰიგიენური დახასიათება; ოფისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს; საწარმოს ხელმძღვანელის, სტრუქტურული ქვედანაყოფის არსებობის შემთხვევაში კი აგრეთვე მისი ხელმძღვანელის განათლების დამადასტურებელ საბუთს; ტურისტული საფირმო ვაუჩერის ნიმუშს; დამუშავებულ საექსკურსიო ტურებსა და რეფერატებს. ბ) ტურისტთა განთავსების საშუალებები: წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ხელმოწერილ ცნობას საწარმოს ადგილმდებარეობის აღწერის შესახებ; ობიექტის პასპორტს; საწარმოს ჰიგიენურ სერტიფიკატს. გ) კვების ობიექტები: წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ხელმოწერილ ცნობას საწარმოს ადგილმდებარეობის აღწერის შესახებ; ობიექტის პასპორტს; თანამშრომელთა სანიტარული წიგნაკების ასლებს; საწარმოს ჰიგიენურ სერტიფიკატს. დ) საექსკურსიო-საინფორმაციო საქმიანობის სუბიექტები (გიდ-თარჯიმანთა ბიუროები, ინდივიდუალური გიდ-თარჯიმნები): საექსკურსიო, საინფორმაციო საქმიანობით დაკავებული პირების (გიდ-თარჯიმნები) განათლების დამადასტურებელ საბუთს; ამონაწერს შრომის წიგნაკიდან ტურიზმისა და კურორტების დარგში მუშაობის სტაჟის მინიშნებით. ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები: ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელ საბუთს; მძღოლის კვალიფიკაციის დამადსტურებელ საბუთს; ე) ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობები და მოწყობილობები (ჭაბურღილები, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტები (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) წარმომადგენელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ხელმოწერილ ცნობას საწარმოს ადგილმდებარეობის აღწერის და ფუნქციონირების პერიოდულობის (წლიური თუ სეზონური) შესახებ. ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის (კლიმატი, მინერალური წამალი, სამკურნალო ტალახი და ა.შ.) დახასიათებას და სამედიცინო ჩვენებებს (დაავადებათა ჩამონათვალი ცალკეული პროფილებისა და ნოზოლოგიების მიხედვივთ). ობიექტის ჰიგიენურ სერტიფიკატს, ობიექტის პასპორტს; იმ ტერიტორიისა და შენობების დახასიათება, სადაც უნდა განხორციელდეს საქმიანობა. 5. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ასლების წარმოდგენის შემთხვევაში ისინი დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. 6. მოცემული დებულების მე-3, მე-4 და მე-5 პარაგრაფებში გათვალისწინებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია ლიცენზიის მაძიებელი. 7. ლიცენზიის გამცემ ორგანოს უფლება აქვს შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე. 8. ლიცენზიის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი იხდის ლიცენზიის გაცემის მომსახურებისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურის დანარჩენ 50%. 9. ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში ლიცენზია კარგავს იურიდიულ ძალას და იგი უნდა ჩაბარდეს მის გამცემ ორგანოს. 10. საწარმოს ორგანიზაციულ-სამართვლებრივი ფორმის, დასახელების, იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს მის გამცემ ორგანოს, რომელიც გასცემს ახალ ლიცენზიას შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, რისთვისაც ლიცენზიის მფლობელი იხდის ლიცენზიის გაცემის მომსახურეობისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურის 5%. 11. ლიცენზიის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა მისი დუბლიკატი, რისთვისაც ლიცენზიის მფლობელი იხდის ლიცენზიის გაცემის მომსახურებისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურის 5%. 12. სარეკლამო-საინფორმაციო განცხადების გამოქვეყნებისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიუთითოს ლიცენზიის ნომერი. 13. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტებმა) შეიძლება შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს (გააუქმოს) გაცემული ლიცენზიის მოქმედება. 14. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) სალიცენზიო პირობების დარღვევა; ბ) ტურიზმის სფეროს ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა; გ) მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 15. ლიცენზიის მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის თხოვნა; ბ) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან ფიზიკური პირის გარდაცვალება; გ) ლიცენზიის სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის გადაცემა; დ) იმ დარღვევის განმეორება, რისთისაც ერთხელ უკვე იქნა შეჩერებული ლიცენზიის მოქმედება; ე) თუ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი დადგენილ დროში არ იქნა აღმოფხვრილი; ვ) მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა. 16. ლიცენზირების განმხორციელებელი ორგანოს ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად 17. ტურიზმისა და კურორტებს სახელმწიფო დეპარტამენტი ტურისტული და საკურორტო საქმიანობით დაკავებული ნებაყოფლობით ლიცენზირებული იურიდიული და ფიზიკური პირების ნუსხას პერიოდულად აქვეყნებს თავის ოფიციალურ ბეჭდურ გამოცემებში და რეკომენდაციას უწევს მათ დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან. IV. ლიცენზიის გაცემის მომსახურებისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასური 1. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი ლიცენზიის აღებისას იხდის ლიცენზიის გაცემის მომსახურებისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურს 245 ლარის ოდენობით. V. დასკვნითი დებულებები 1. კონტროლი ამ დებულების შესრულებაზე ევალებათ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტებს. დანართი 1 ტურისტული და საკურორტო საქმიანობის წარმოებაზე ლიცენზიის გამცემი კომისიის დებულება 1. წინამდებარე დებულება შედგენილია „საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფილობითი ლიცენზირების დებულების“ საფუძველზე და არეგულირებს ტურისტული და საკურორტო საქმიანობის წარმოებაზე ლიცენზიის გამცემი კომისიის საქმიანობას. 2. ლიცენზიის გამცემი კომისია (შემდგომში „კომისია“) შედგება 13 წევრისაგან, რომლებიც ინიშნებიან ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. 3. კომისიას ხელმძღვანელობს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო იმ პერიოდში, როცა მას არ შეუძლია ამ მოვალეობის შესრულება, მას ცვლის მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. კომისიის წევრები არიან: ვაჟა შუბლაძე – ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე - კომისიის  თავმჯდომარე ზეზვა ღუღუნიშვილი – ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ომარ მარგველაშვილი – ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მედეა გოცირიძე – მთავარი ეკონომიკური სამმართველოს უფროსი დავით ბარამიძე – ტურისტული მომსახურების, ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სამმართველოს უფროსი გიგი ყუფარაძე – კურორტების განვითარების და რეკრიაციის სამმართველოს უფროსი ნიკა კვარაცხელია                  – მარკეტინგის, რეკლამის, ინფორმაციისა და საზოგადოებრივი კავშირის სამმართველოს უფროსი პარმენ მიქაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინვესტიციების სამმართველოს უფროსი ბესიკ ბარკალაია – საკადრო და სამეცნიერო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე მანანა დევაძე –  საქმეთა მმართველი მარინე მეტრეველი               – ქ. თბილისის ტურიზმისა და კურორტების სამმართველოს უფროსის მოადგილე ჟიული ნიკოლაიშვილი – იურისკონსულტი დალი მარსაგიშვილი – ტურისტული მომსახურების, ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, – კომისიის მდივანი. 5. კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 6. თუ კომისიის რომელიმე წევრი განთავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, მისი შემცვლელი ინიშნება დადგენილი წესით. 7. კომისია იკრიბება თვეში ორჯერ. 8. ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს. განცხადებას თან უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჩამოთვლილია "საქართველოს ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფილობითი ლიცენზირების დებულების" მე-3 თავის მე-3 და მე-4 მუხლებში. 9. წარმოდგენილი მონაცემების სისწორე,კომისიის წევრთა მიერ მოწმდება დადგენილი წესით და ამის შემდეგ საკითხი გადის კომისიის სხდომაზე განსახილველად. 10. ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენილი ან ფიზიკური პირი მოწვეული უნდა იქნას კომისიის სხდომაზე. 11. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს წერილობით. 12. ლიცენზია გაიცემა ერთ ეგზემპლიარად. 13. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წარმოდგენილ წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 14. ლიცენზიის გაცემაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება კომისიას გამოაქვს განცხადებისა და ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში. 15. ლიცენზიის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს ეცნობება წერილობით, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, უარის მიზეზების აღნიშვნით. 16. ლიცენზიის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში კომისიას წარმოუდგინოს ლიცენზიის გაცემის მომსახურებისათვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურების საფასურის, დარჩენილი 50 %-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული საბუთის წარმოდგენის შემდეგ, ლიცენზიის მაძიებელს გადაეცემა გაფორმებული ლიცენზია. 17. კომისია უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს (გააუქმოს) გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის დროებითი შეჩერების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლები ჩამოთვლილია „საქართველოში ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ნებაყოფილობითი ლიცენზირების დებულების“ მე-3 თავის მე-14 და მე-15 მუხლებში. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება ხდება სპეციალურ რეესტრის წიგნში. 18. ლიცენზირებული იურიდიული და ფიზიკური პირები აღირიცხებიან სპეციალური რეესტრის წიგნში. 19. სპეციალურ რეესტრის წიგნს აწარმოებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი თავმჯდომარის მეთვალყურეობის ქვეშ და მასში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ძირითადი მონაცემი ლიცენზიანტის შესახებ. სპეციალური რეესტრის წიგნი უნდა იყოს აკინძული და დალუქული.