,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2020 წლის 5 ივნისი ქ.ზუგდიდი |
„მუხლი 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საინვენტარიზაციო კომისიამ უნდა გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ.
3. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
5. ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
7. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
8. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.”.
|