„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6076-IIს
სარეგისტრაციო კოდი
210020010.05.001.019877
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) დაემატოს შემდეგი შინაარსის 175 მუხლი:

„მუხლი 175. დაუმთავრებელ მშენებლობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად ითვლება;

ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.   

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პირობებს.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საკუთარი სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2020 წ.

N6076-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2020.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6076-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.05.001.019877.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6076-IIს, 10.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 210020010.05.001.019877 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4890493/