სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 30 ივნისს 14:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. №4 აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ: 2225351, შესვენება 14:00 დან 15:00 საათამდე.
დღის წესრიგი:
1. 2019 წლის სამეურნეო-საფინანსო შედეგების განხილვა-დამტკიცება (მომხ. ზურაბ ბუბუტეიშვილი)
2. 2019 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხ. ზურაბ ბუბუტეიშვილი)
3. სხვადასხვა
დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 77 77 24, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00 და 17:00 საათამდე.
სს „სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭო“