„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6057-IIს
სარეგისტრაციო კოდი
140030000.05.001.019889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, პოლიცია:

ა) ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (შემდგომ − ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ადგენს არასრულწლოვანის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;

ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2020 წ.

N6057-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

პოლიციის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2020.
როდის იქნა მიღებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6057-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.05.001.019889.
რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6057-IIს, 10.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.019889 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4890888/