სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016797
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 570 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 87% 15.07.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 06.09.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 26.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება  №55 2020 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილების 7​1 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურა და მისი გამოყენების წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის სტრუქტურა და მისი გამოყენების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის (შემდგომ – ელექტრონული მართვის სისტემა) სტრუქტურასა და მისი გამოყენების წესს. მუხლი 2🔗 ელექტრონული მართვის სისტემაში ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახებისა და მომზადების მიზნით, ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას. კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. მუხლი 3🔗 1. ელექტრონული მართვის სისტემა შედგება პერსონალის მოდულისაგან, რომელიც მოიცავს: ა) სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხული/აღსარიცხი პირების პირველ ქვემოდულს (შემდგომ – პირველი ქვემოდული); ბ) სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევი პირების ქვემოდულს (შემდგომ – მეორე ქვემოდული); გ) სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირების ქვემოდულს (შემდგომ – მესამე ქვემოდული). 2. პირველ ქვემოდულში შეიტანება სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხული/აღსარიცხი პირების შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) ფოტო; გ) დაბადების თარიღი, ადგილი; დ) სქესი; ე) რეგისტრაციის ადგილი; ვ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ზ) ოჯახური მდგომარეობა; თ) სამუშაო ადგილი; ი) სამუშაო გამოცდილება; კ) განათლება, პროფესია, სპეციალობა (მათ შორის სამხედრო); ლ) სამხედრო წოდება; მ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის, ამორიცხვისა და გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება (გამოცემის და ძალაში შესვლის თარიღი, ნომერი, მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, ასლი); ნ) ტელეფონის ნომერი, ელფოსტა. 3. პირველი ქვემოდული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების გარდა მოიცავს ველებს, რომელშიც შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილებით დამტკიცებული წესით (შემდგომ – აღრიცხვის წესი) განსაზღვრული მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის დასახელება, მისი კოდი, აგრეთვე ის რეგიონი, სადაც ეს მუნიციპალიტეტი მდებარეობს; ბ) შენიშვნა. 4. მეორე ქვემოდული მოიცავს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევ პირებთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე აღრიცხვის წესის 7​1 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 5. მესამე ქვემოდული მოიცავს სამობილიზაციო რეზერვში გაწვეულ პირებთან დაკავშირებულ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვლისწინებულ მონაცემებს, აგრეთვე სამობილიზაციო რეზერვში გაწვევის ვადას. მუხლი 4🔗 1. ელექტრონული მართვის სისტემას მართავს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია (შემდგომ – ეროვნული გვარდია). 2. ეროვნული გვარდია ახორციელებს: ა) ელექტრონული მართვის სისტემაში შესატანი/შეტანილი ინფორმაციის  დამუშავებას; ბ) ელექტრონული მართვის სისტემაში აღრიცხული სამობილიზაციო რეზერვისტების სისტემატიზაციას და კატეგორიზაციას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ბ.ა) ასაკი; ბ.ბ) სქესი; ბ.გ) ფაქტობრივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი; ბ.დ) განათლება, პროფესია, სპეციალობა (მათ შორის სამხედრო). 3. ეროვნული გვარდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან (შემდგომ – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი) კოორდინაციით განსაზღვრავს: ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურს, რომელიც ახორციელებს სამხედრო აღრიცხვას; ბ) ელექტრონული მართვის სისტემის წვდომაზე უფლებამოსილების მქონე სამინისტროს  სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. მუხლი 5🔗 საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი: ა) ახორციელებს ელექტრონული მართვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებას; ბ) უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის წვდომას ელექტრონული მართვის სისტემაზე; გ) ახორციელებს ელექტრონული მართვის სისტემის ჯგუფის სწავლებას; დ) შეიმუშავებს ელექტრონული მართვის სისტემასთან მუშაობის ინსტრუქციას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗 ელექტრონული მართვის სისტემას შეიძლება ჰქონდეს საიდუმლო ნაწილი, რომლის ფუნქციონირება ხორციელდება კანონმდებლობით დადაგენილი წესით.