„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58-61
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016731
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58-61

2020 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისა, ქალაქ თქბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-10 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/01/2020, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.101.016678) და  დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №1)  ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და  გავრცელდეს 2020 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ   სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი N1

 

დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დაავადებათა სკრინინგის  ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა  სკრინინგი (კოდი: 06 01 02)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2.  ამ  წესის  მოქმედება  არ  ვრცელდება  იმ  დახმარებებზე,  რომლებზეც  თანხები  გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

 


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგი მომსახურებების (კომპონენტების) დაფინანსებას:

ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ძუძუს  ფიზიკალურ  გასინჯვას  და  მამოგრაფიულ  გამოკვლევას,  2  პროექციაში  (2  რადიოლოგის  მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);

ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;

ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.

ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას და პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;

ბ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;

ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;

გ)  პროსტატის  კიბოს  მართვა 50-70  წლის  ასაკის  ჩათვლით  მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან  შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით,  რომელიც  მოიცავს  სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;

გ.ა) სისხლში საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას;

გ.ბ)  საერთო   პროსტატის   კიბოს   სპეციფიკური   ანტიგენის  მაჩვენებლის   ე.წ.   რუხ   ზონაში  დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრას;

დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ჩატარებას;

დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას;

დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;

ე) ფარისებრი  ჯირკვლის კიბოს მართვის  პილოტი 25-70  წლის  ასაკის  ჩათვლით განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს:

ე.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;

ე.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას;

ე.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;

ე.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი .

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი).

 


მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1.   ქვეპროგრამის   განმახორციელებელია   ქალაქ   თბილისის   მუნიციპალიტეტის   მერიის   ჯანდაცვისა   და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული  სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტ(ებ)ის ფარგლებში მომსახურების მიწოდების სურვილს და წერილობით დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლის რეგისტრაციას განმახორციელებელი ახორციელებს ფაქტობრივი მისამართის გათვალისწინებით. ამასთან:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ , „ბ.ა“ ,“ბ.გ“  და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში - ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციის უფლება გააჩნია მხოლოდ იმ ლიცენზირებულ ლაბორატორიებს, რომლებსაც წინა წლის განმავლობაში ჩატარებული აქვთ არანაკლებ 6 ათასი ციტოლოგიური კვლევა ან წარმოადგენს საუნივერსიტეტო ლაბორატორიას - როგორც ციტოპათოლოგიური მიმართულების სასწავლო ბაზა); ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა მიმწოდებელმა ციტოლოგიური კვლევები აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ხოლო ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა შეუძლია განახორციელოს ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიის მეშვეობით.

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად (შემდგომში მომსახურების მიმწოდებელი) რეგისტრაციისთვის (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და  „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა) სამედიცინო დაწესებულებას, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ , „ბ.ა.“, “ბ.გ“ და  „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული განმახორციელებელთან ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელად)  ან წარმოადგინონ აღნიშნული ხელშეკრულება არაუგვიანეს განაცხადის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

გ)ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლად (გარდა ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) განისაზღვრება პირი, რომელიც ერთიანად გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს.

დ)ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაცია  შეუძლია მხოლოდ 2019-2020  წელს აღნიშნული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ამავე წესით დადგენილ მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს. ამასთან, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტისა, ასევე გამოთქვამს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“,და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების მიმწოდებლად რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია რომელიმე კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან/და დამატებითი სანებართვო პირობები, ან/და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს.

3. პირის მიერ  მიმწოდებლად ცნობა წერილობითი შეტყობინებით ხორციელდება განმახორციელებლის მიერ.

4. მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები:

ა) ამ წესის განსაზღვრული  პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და 3 თვე    ზედიზედ სამუშაოს  შეუსრულებლობის, ან/და განმახორციელებლისათვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, განმახორციელებლის მონიტორინგის განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში  რეგისტრაცია;

ბ) ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით.

გ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განმახორციელებელი უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში  რეგისტრაცია;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ (ს/კ 202442730) (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს თავის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის (შემდგომში – საინფორმაციო პროგრამა) დანერგვას  ქვეპროგრამის  მიმწოდებლებთან  განმახორციელებლის შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღეში.

 


მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი 
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ცხრილი №1-ის შესაბამისად.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ბენეფიციარების მხრიდან არ ითვალისწინებს თანაგადახდას და გულისხმობს გათვალისწინებული მომსახურებების სრულად დაფინანსებას.

4. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „დაავადებათა სკრინინგი“ (კოდი: 06 01 02)“ ასიგნებების ფარგლებში.

 

 


მუხლი 5. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში 
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის კონსულტირება ექიმ-სპეციალისტების და/ან ოჯახის ექიმების მიერ;

ბ) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად;

გ) მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებული პერიოდებით:

გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი –  ორ წელიწადში ერთხელ;

გ.ბ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი –  სამ წელიწადში ერთხელ;

გ.გ) პროსტატის კიბოს მართვა –  წელიწადში ერთხელ;

გ.დ) მსხვილი ნაწლავის სკრინინგი –  ორ წელიწადში ერთხელ;

გ.ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა - ხუთ წელიწადში ერთხელ;

დ)სკრინინგის ჩატარება განმეორებითად სამედიცინო საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა, რომელიც არ ექვემდებარება განმეორებით სკრინინგს.

 


მუხლი 6.  ანგარიშგება 

 

1. მიმწოდებელი ვალდებულია, განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების   ფარგლებში შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი  კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს   თვის ბოლო რიცხვისა.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“,ქვეპუნქტის ფარგლებში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის სრულად გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად  ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს   თვის ბოლო რიცხვისა.

4. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება განახორციელოს მომდევნო თვის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად.

5. მიმწოდებლის მიერ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს დარეგისტრირებული საინფორმაციო პროგრამაში.

 


მუხლი 7. ქვეპროგრამის მიმდინარეობის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება
1. განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ  საქმიანობას.  შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი ქვედანაყოფი ქვეპროგრამის განმახორციელებლის დებულების შესაბამისად.

2. ცენტრი   უზრუნველყოფს   ქვეპროგრამის   მიმწოდებლის/მისი   კონტრაქტორის   ან/და   ფილიალის   ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას, გარდა ცენტრის/მისი ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს.

3. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება:

ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საინფორმაციო პროგრამაში შემთხვევის რეგისტრაციის შემოწმება.

4. მიმწოდებელმა  ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მომსახურების მიწოდების დასრულების თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს თვის 10 რიცხვისა. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ წარმოდგენილი შესრულება ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

5.წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას,ინსპექტირებაზე  პასუხისმგებელმა  პირმა  დაუყოვნებლივ  უნდა  დაუბრუნოს  დოკუმენტები  მიმწოდებლებს და მისცეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.

6. შემთხვევა   არ        დაექვემდებარება      ანაზღაურებას,           თუ      საინფორმაციო პროგრამაში  არ            იქნება დარეგისტრირებული, ან საინფორმაციო პროგრამაში სრულყოფილად არ  იქნება ასახული შესაბამისი მონაცემები.

7. შესრულებული   სამუშაოს   ინსპექტირების   შედეგად   მიმწოდებელსა   და   განმახორციელებელს   შორის ფორმდება ურთიერთშედარების აქტი.

8. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა,  დადგენილი პირობების  უხეში დარღვევის  გამოვლენის შესახებ  შესაბამისი დასკვნიდან   1 წლის განმავლობაში.

 

ცხრილი №1

 

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება

1.1.

ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით),

25

1.2.

ძუძუს კიბოს სკრინინგი –ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა ბიოფსიური მასალის აღების გარეშე

6

1.3

ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა ბიოფსიური მასალის აღებით

10

 

1.4.

ძუძუს კიბოს სკრინინგი: ციტოლოგიური კვლევა

 

10

2.1.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, პაპ-ტესტის ჩასატარებლად ნაცხის აღება

10

2.2.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – პაპ - ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით

10

2.3.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი :კოლპოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით

15

 

2.4.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი: კოლპოსკოპიისას აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა

 

26

3.

პროსტატის კიბოს მართვა – სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევა

9

4.1.

კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტით) ჩატარება

7

4.2.

კოლორექტული კიბოს სკრინინგი –კოლონოსკოპია საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებით

57

 

4.3.

კოლორექტული კიბოს სკრინინგი –კოლონოსკოპიისას აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა

 

26

5.1

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა

11

5.2

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერით გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა

24

5.3

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხის  თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა

41

 

5.4

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სრული მართვა – ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა

 

65

 


მუხლი 8. დამატებითი პირობები
1. მომსახურების მიმწოდებელმა   ამ   წესის  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტით   გათვალისწინებული   მომსახურება ქვეპროგრამის  მოსარგებლეებს  შესაძლოა ასევე მიაწოდოს   კონტრაქტორის   ან/და   საკუთარი   ფილიალის მეშვეობით. ამასთან, „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული მომსახურება შეუძლია მიაწოდოს, ასევე, მობილური გუნდის მეშვეობით.

2. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  მიმწოდებელი/მიმწოდებლის კონტრაქტორი დაწესებულება/მიმწოდებლის ფილიალი/მობილური გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია იმ მომსახურებებში, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან  დამატებითი  სანებართვო პირობების დაკმაყოფილება ან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია;

ბ) გააჩნდეს შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური  ბაზა;

გ)ჰყავდეს ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობის განხორციელებისათვის უმაღლესი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი, რომელიც სერტიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან,

გ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგის კომპონენტის მიმწოდებელმა დაწესებულებამ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ან/და მობილური გუნდის  მეშვეობით

გ.ბ.) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მიმწოდებელმა:

გ.ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ ტექნიკური ბაზით, ან/და მობილური გუნდის მეშვეობით.

გ.ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს სამედიცინო პერსონალით, რომელსაც აქვს კოლპოსკოპისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაციით. ასევე, გავლილი აქვს დადგენილი წესით აკრედიტებული კოლპოსკოპიის შემსწავლელი კურსი (მაგ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომისშემდგომი და უწყვეტი  პროფესიული განათლების პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა „კოლპოსკოპია“ (ერთთვიანი კურსი), ან/და უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგი „კოლპოსკოპია“ (ორკვირიანი კურსი)) ან/და კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის  IFCPC-IARC ტრენინგ კურსი, ან/და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კლინიკურ ნაწილში აღნიშნული კურს(ებ)ის ფარგლებში; ან/და აქვს პროფესიული საზოგადოების  (მაგ: საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოაგადოება, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაცის) მიერ გაწეული რეკომენდაცია კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებაზე;

დ) ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

დ.ა)განმახორციელებელს, სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარუდგინოს დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში ჩატარებული ციტოლოგიური კვლევების რაოდენობის თაობაზე, შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ დაწესებულება ჰისტოლოგიურ კვლევას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ქვეკონტრაქტორი დაწესებულების შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

დ.ბ) რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განმახორციელებელს წარუდგინოს ამავე პროგრამის სხვა ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რანდომიზებულად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული  საკვლევი მასალების მინიმუმ 10%-ის გადამოწმების მიზნით;

დ.გ) უზრუნველყოს საკვლევი მასალების შენახვა მინიმუმ 5 წლის მანძილზე;

დ.დ) უზრუნველყოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალების ტრანსპორტირება არანაკლებ კვირაში ერთხელ.ასევე, უზრუნველყოს საკვლევი მასალის წამოღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანა.

ე) ქვეპროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი/მისი  კონტრაქტორი  ვალდებულია  „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით. ასევე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამავე პუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე  აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით.

3. დაწესებულება ვალდებულია, მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის განმახორციელებელს წერილობით წარუდგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის დასტური ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დაწესებულების/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ აღნიშნული ქვეპროგრამითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა აქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე. დამატებითი დოკუმენტაციის სახით,  წერილს თან უნდა ერთოდეს კომპონენტ(ებ)ის განხორციელებაში ჩართული კონტრაქტორების  ხელშეკრულების ასლები. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს კომპონენტ(ებ)ით გათვალისწინებული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოთხოვნის შესაბამისად.

4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს ჯამურად არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მოსარგებლეს,იმ კომპონენტის ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს.

5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ფარგლებში ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) მოსარგებლეს, გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულებისა, .

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი/მისი კონტრაქტორი ან/და ფილიალი ან/და მობილური გუნდი ვალდებულია მოიპოვოს „მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ფიზიკური პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გამოთხოვის/დამუშავების თაობაზე“ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და განმახორციელებლის და/ან მე-7 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას;

7. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და პირობების  თაობაზე  საინფორმაციო კამპანია მომსახურების მიმწოდებელმა უნდა  აწარმოოს განმახორციელებელთან წერილობითი შეთანხმებით.


მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
1. 2019 წელს შესრულებული სამუშაო, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2020 წელს ანაზღაურდეს 2019 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, ქვეპროგრამის  ასიგნებების ფარგლებში.

2.        2020 წლის  1 იანვრიდან   2020 წლის 31 მაისის ჩათვლით დაწყებული მომსახურება და  შესრულებული სამუშაო ანაზღაურდეს ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით.

3. ქვეპროგრამის მიმწოდებელად რეგისტრაციის მსურველმა დაწესებულებებმა,  წესის ამოქმედების შემდეგ, რეგისტრაციისათვის  უნდა წარადგინონ წესით გათვალისწინებული  დოკუმენტაცია, ხოლო დაწესებულებას, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 1 ივნისამდე  დარეგისტრირდა მხოლოდ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების  მიმწოდებლად და განმახორციელებელთან წარადგენს  დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ წერილობით დასტურს ქვეპროგრამის დანარჩენ კომპონენტებში მონაწილეობის მისაღებად პირობების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, არ საჭიროებს ხელახალ რეგისტრაციას და 1  ივნისიდან უგრძელდება მიმწოდებლად რეგისტრაცია ახალი განაცხადის წარდგენის გარეშე, ახალი პირობების შესაბამისად.