„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6302-IIს
სარეგისტრაციო კოდი
170000000.05.001.019892
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე აწვდის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6302-IIს