უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის წარმოების წესისა და ავტორიზაციის რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2020
ძალაში შესვლა 01.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 410040000.22.023.016635
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2020
matsne.gov.ge 683 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2020 მიღება
01.07.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტი-ლების რეკვიზიტები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები სფეროს დასახელება 85% 23.05.2019 ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 06.07.2021 „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის გემის რეგისტრაციის აგენტის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 13.10.2016 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 05.07.2021 „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 17.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის წარმოების წესისა და ავტორიზაციის რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-547 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის წარმოების წესისა და ავტორიზაციის რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 16​8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცეს: ა) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის წარმოების თანდართული წესი (დანართი №1); ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი დანართი №1 უცხო  ქვეყნის  ტერიტორიულ  ზღვასა  და  განსაკუთრებულ  ეკონომიკურ  ზონაში, ასევე  ღია  ზღვაში  თევზჭერასა  და  თევზჭერასთან  დაკავშირებულ  საქმიანობაში  ჩართული  საქართველოს  დროშის  ქვეშ  მცურავი  გემების  ავტორიზაციის  რეესტრის  წარმოების  წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის (შემდგომში – ავტორიზაცია) რეესტრის წარმოების წესებს. მუხლი 2🔗. ავტორიზაციის რეესტრი ავტორიზაციის რეესტრი წარმოადგენს დანომრილ, აკინძულ, ზონარგაყრილ, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ წიგნს და/ან ელექტრონულ დოკუმენტს, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია ავტორიზაციის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ. მუხლი 3🔗. ავტორიზაციის რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანო ავტორიზაციის რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 4🔗. ავტორიზაციის რეესტრის მონაცემები ავტორიზაციის რეესტრში შეიტანება: ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების რეკვიზიტები; ბ) გემთმფლობელის/გემის სახელწოდება და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები; საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი გემის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) თევზჭერის განხორციელების რეგიონი, რაიონი, ტერიტორიის ფარგლები; დ) თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები; ე) ნებადართული თევზის სახეობები; ვ) თევზჭერის იარაღი და აღჭურვილობა; ზ) თევზჭერის ლიცენზიის გამცემი ქვეყანა და ლიცენზიის მოქმედების ვადა; თ) ავტორიზაციის მოქმედების ვადა. მუხლი 5🔗. ავტორიზაციის რეესტრში მონაცემთა ასახვის ვადა სააგენტო ავტორიზაციის რეესტრში მონაცემთა ასახვას უზრუნველყოფს ავტორიზაციის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 6🔗 . ავტორიზაციის რეესტრის ხელმისაწვდომობა 1. ავტორიზაციის რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე მონაცემთა ასახვის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 2. ავტორიზაციის რეესტრი ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. 3. ავტორიზაციის რეესტრი განახლებული სახით უნდა გამოქვეყნდეს ამ წესის შესაბამისად რეესტრის მონაცემის ნებისმიერი ცვლილების ასახვის დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. მუხლი 7🔗. ავტორიზაციის რეესტრის ნუმერაცია ავტორიზაციის რეესტრი წარმოებს უწყვეტი ნუმერაციით. მუხლი 8🔗. ავტორიზაციის რეესტრის წარმოება 1. ავტორიზაციის რეესტრის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელი. 2. ავტორიზაციის რეესტრში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას უზრუნველყოფს რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი. მატერიალურ დოკუმენტში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შესაბამისი გრაფა უქმდება და ჩასწორება ხდება რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის მიერ მომდევნო ქვედა გრაფაში, რაც მოწმდება მისი ხელმოწერით და მიეთითება შეცდომის შესახებ ჩანაწერის განხორციელების თარიღი. მუხლი 9🔗. ავტორიზაციის რეესტრის მონაცემების ცვლილება ავტორიზაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში ავტორიზაციის რეესტრში მონაცემთა ცვლილებას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 10🔗. ინფორმაციის წარდგენა ავტორიზაციის შემდეგ სააგენტო შესაბამის ინფორმაციას, თანდართული დოკუმენტაციის ასლებთან ერთად, ელექტრონული ფორმით, 2 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. დანართი №2 უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის ფორმა № ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტი-ლების რეკვიზიტები გემთმფლობელის/გემის სახელწოდება და სხვა საიდენტი-ფიკაციო   მონაცემები; საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი გემის საიდენტიფიკაციო ნომერი თევზჭერის განხორციელე-ბის რეგიონი, რაიონი, ტერიტორიის ფარგლები თევზჭერის განხორციელე-ბის კონკრეტული ვადები ნებადართული თევზის სახეობები თევზჭერის იარაღი და აღჭურვილობა თევზჭერის ლიცენზიის გამცემი ქვეყანა და ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტორიზა-ციის მოქმედების ვადა