“მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.159.016416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2020 წლის 12 ივნისი

ქ.მარნეული

 

საქრთველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტი ,,გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

1.  დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება და შეღავათები

1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული  ობიექტით დაკავებულ ფართს;

ბ) საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

2. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს.

2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე:

ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის - 4,0 ლარი;

ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა - 2,0 (ორი) ლარი;

ბ) ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის, გარდა ქალაქ მარნეულისა (მშენებლობა, რომელიც საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას) – 3,0 ლარი;

გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის  სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე:

გ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის - 2,0 ლარი;

გ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის  (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;

გ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი - 3,0 ლარი;

დ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის:

დ.ა) II, III  კატეგორიის ნაგებობებზე - 1,0 ლარი;

დ.ბ) IVკატეგორიის ნაგებობებზე - 0.50 ლარი;

2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) სააგნარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) II კლასის ობიექტისათვის - 50 ლარი;

ბ) III კლასის ობიექტისათვის - 200 ლარი;

გ) IV კლასის ობიექტისათვის - 400 ლარი;

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის, საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული მშენებლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2020.
როდის იქნა მიღებული “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
“მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.06.2020. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.159.016416.
რამდენი მუხლისგან შედგება “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №11, 12.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.159.016416 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4894107/