# ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 14 იანვრის დირექტივა 2008/122/EC 
მომხმარებლის დაცვის შესახებ თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებების ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით
(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

- ტიპი: დირექტივები
- მიმღები ორგანო: ევროპარლამენტი
- დოკუმენტის ნომერი: №2008/122/EC
- მიღების თარიღი: 14.01.2009
- კონსოლიდირებული რედაქცია: 14.01.2009
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4894257/0
- წყარო: https://legali.ge/law/4894257/

> ეს არის 14.01.2009 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და მიაღწიოს მომხმარებლების მაღალ დონეზე დაცვას, თაიმშერისა და გრძელვადიანი დასვენების პროდუქქტების, ასევე გაცვლის ხელშეკრულებების ბაზარზე გატანის, გაყიდვისა და გადაყიდვის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებით წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების გზით.

2. ეს დირექტივა ეხება გარიგებებს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის.

ეს დირექტივა არ ზღუდავს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც:

ითვალისწინებს სახელშეკრულებო სამართალში განსაზღვრულ სამართლებრივი დაცვის ზოგად საშუალებებს;

უკავშირდება უძრავი ან მოძრავი ქონების რეგისტრაციასა და უძრავი ქონების გადაცემას;

უკავშირდება დაარსების ან ავტორიზაციის რეჟიმების პირობებს ან ლიცენზირების მოთხოვნებს და

უკავშირდება იმ უფლებების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრას, რომლებიც ამ დირექტივით რეგულირებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდე

[https://legali.ge/law/4894257/muxli-1/](https://legali.ge/law/4894257/muxli-1/)

---

## მუხლი 2. განმარტებები

1. ამ დირექტივის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

„თაიმშერის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთზე მეტი წლით და რომლის თანახმადაც მომხმარებელი, საფასურის გადახდის სანაცვლოდ, იღებს უფლებას, საცხოვრებელი გამოიყენოს ერთი ან მეტი ღამით ერთზე მეტ გამოყენების პერიოდში;

„გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ერთ წელს და რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ, უმთავრესად, იძენს ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღების უფლებას საცხოვრებელთან დაკავშირებით, ცალკე ან სამოგზაურო თუ სხვა მომსახურებებთან ერთად;

„გადაყიდვის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოვაჭრე საფასურის სანაცვლოდ ეხმარება მომხმარებელს თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტის ყიდვა-გაყიდვაში;

„გაცვლის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ უერთდება გაცვლის სისტემას, რაც მას უფლებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს ღამის გასათევზე ან სხვა მომსახურებებზე, სამაგიეროდ ის სხვა პირებს გადასცემს დროებითი წვდომის უფლებას მომხმარებლის იმ თაიმშერის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებებით მიღებულ შეღავათებზე;

„მოვაჭრე“ არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედების მიზანი დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან და ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან მოვაჭრის დავალებით;

„მომხმარებელი“ არის ფიზიკური პირი, რომლის მოქმედების მიზანი არ არის დაკავშირებული ამ პირის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან;

„დამხმარე ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი სარგებლობს მომსახურებებით, რომლებიც დაკავშირებულია თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან და რომლებიც უზრუნველყოფილია მოვაჭრის ან მესამე მხარის მიერ, ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე;

„ხანგამძლე მატარებელი“ არის ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს ან მოვაჭრეს საშუალებას აძლევს, პირადად მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს მომავალში ინფორმაციის გამოყენების მიზნებისთვის ადეკვატური დროის განმავლობაში და რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის უცვლელად კვლავწარმოების საშუალებას;

„ქცევის კოდექსი“ არის შეთანხმება ან წესების კრებული, რომელიც არ არის დაწესებული წევრი სახელმწიფოს კანონით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული დებულებით და რომელიც განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევას, რომელნიც იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ კოდექსის ნორმები ერთი ან ერთზე მეტი კონკრეტული კომერციული პრაქტიკის ან ბიზნეს სექტორის ფარგლებში;

„ქცევის კოდექსის ავტორი“ არის ნებისმიერი სუბიექტი, მოვაჭრის ან მოვაჭრეთა ჯგუფის ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ქცევის კოდექსის შექმნასა და შესწორებაზე ან/და რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს იმ პირთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობა, რომელთაც ნაკისრი აქვთ მისი შესრულების ვალდებულება.

2. თაიმშერის ხელშეკრულების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რაც შესაბამისად განსაზღვრულია (a) და (b) ქვეპუნქტებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება, რომელიც იძლევა ვადის ავტომატური გაგრძელების ან გახანგრძლივების შესაძლებლობა

[https://legali.ge/law/4894257/muxli-2/](https://legali.ge/law/4894257/muxli-2/)

---

## მუხლი 3. რეკლამა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი რეკლამა იძლეოდეს მუხლის (4)1-ში მითითებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და მიუთითებდეს, თუ სად შეიძლება მისი მიღება.

2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს პირადად სთავაზობენ თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებას სარეკლამო ღონისძიების ან ფასდაკლების აქციის ფარგლებში, მოვაჭრემ მოწვევაში გარკვევით უნდა მიუთითოს კომერციული მიზნისა და აქციის ხასიათის შესახებ.

3. მუხლის (4)1-ში მითითებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აქციის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

4. თაიმშერი ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტი ბაზარზე არ უნდა იქნეს გატანილი ან გაყიდული, როგორც ინვესტიცი

[https://legali.ge/law/4894257/muxli-3/](https://legali.ge/law/4894257/muxli-3/)

---

## მუხლი 4. წინასახელშეკრულებო ინფორმაცია

1. მანამ, სანამ მომხმარებელი დადებს რაიმე ხელშეკრულებას ან მიიღებს შეთავაზებას, მოვაჭრემ მომხმარებელს გარკვევით და სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ზუსტი და სათანადო ინფორმაცია შემდეგნაირად:

თაიმშერის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში I მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;

გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში II მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;

გადაყიდვის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში III მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;

გაცვლის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3.

2. პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს უფასოდ, ქაღალზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე , რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია შედგენილი იქნეს იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენა

[https://legali.ge/law/4894257/muxli-4/](https://legali.ge/law/4894257/muxli-4/)

---

## მუხლი 5. თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელშეკრულება შედგეს წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

მიუხედავად ამისა, წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს, შეუძლია დამატებით მოითხოვოს, რომ:

თითოეულ შემთხვევაში მომხმარებელს ხელშეკრულება მიეწოდოს წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, თუ ის ევროკავშირის სახელმწიფო ენაა;

თაიმშერის ხელშეკრულების შემთხვევაში, რომელიც ერთ კონკრეტულ უძრავ ქონებას ეხება, მოვაჭრე მომხმარებელს მიაწვდის ხელშეკრულების დამოწმებულ თარგმანს იმ წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, სადაც აღნიშნული ქონებაა განთავსებული, თუ ეს ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

წევრმა სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზეც მოვაჭრე ახორციელებს გაყიდვებს, შესაძლოა, მოითხოვოს, რომ თითოეულ შემთხვევაში მომხმარებელს ხელშეკრულება მიეწოდოს წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, თუ ის ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.

2. მუხლში (4)1 მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არ უნდა შეიცვალოს, თუ მხარეები აშკარად სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ან, თუ ცვლილებები გამოწვეულია უჩვეულო და გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რომლებიც მოვაჭრის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა სათანადო სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაშიც.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს უნდა ეუწყოს ქაღალდის ფურცელზე ან მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომ სხვა ხანგამძლე მატარებელზე ხელშეკრულების დადებამდე.

ხელშეკრულება გარკვევით უნდა მიუთითებდეს ამგვარი ცვლილებების შესახებ.

3. მუხლში 4(1) გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

თითოეული მხარის ვინაობას, საცხოვრებელ ადგილს და ხელმოწერას და

ხელშეკრულების დადების თარიღსა და ადგილს.

4. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლის ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობაზე, მუხლში 6 მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ხანგრძლივობასა და მუხლში 9 მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის გასვლამდე წინასწარი გადახდის აკრძალვაზე.

ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს მომხმარებელმა ხელი უნდა მოაწეროს ცალ-ცალკე.

ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტულ ფორმას, რომელიც მოცემულია დანართში V და ემსახურება მე-6 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გამარტივებას.

5. მომხმარებელს გადაეცემა ხელშეკრულების ასლი ან ასლები მისი გაფორმებისა

[https://legali.ge/law/4894257/muxli-5/](https://legali.ge/law/4894257/muxli-5/)

---

## მუხლი 6. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

1. ამ დირექტივის დებულებების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან ერთად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებელს მიეცეს 14 კალენდარული დღე, რათა გავიდეს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე.

2. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს:

ხელშეკრულების ან ნებისმიერი წინასწარი სავალდებულო ხელშეკრულების დადების დღიდან; ან

იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას ან ნებისმიერ წინასწარ სავალდებულო ხელშეკრულებას, თუ ეს ხდება (a) ქვეპუნქტში გათვალისწინებულ თარიღზე გვიან.

3. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა იწურება:

ამ მუხლის პუნქტში 2 მითითებული დღიდან ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, როდესაც მოვაჭრეს შევსებული არ აქვს და მომხმარებლისთვის წერილობით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლით გადაცემული არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა მე-5 მუხლის 5(4) მოთხოვნის შესაბამისად;

ამ მუხლის პუნქტში 2 მითითებული დღიდან სამი თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ მუხლში 4(1) მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, დანართებში I-IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა მომხმარებლისთვის მიწოდებული არ არის წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით.

ამასთან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი სანქციები მე-15 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვის დროისთვის, მოვაჭრეს არ აქვს დაკმაყოფილებული ამ დირექტივაში განსაზღვრული საინფორმაციო მოთხოვნები.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა, რომელიც მოთხოვნილია მუხლში 5(4), მოვაჭრემ შეავსო ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით და გადასცა მომხმარებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ აღნიშნული ფორმის მიღების დღიდან. ანალოგიურად, თუ ინფორმაცია, რომელზეც მითითებულია მუხლში 4(1), მათ შორის, დანართებში I-IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, მომხმარებელს გადაეცა ქაღალდის ფურცლის ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ ამგვარი ინფორმაციის მიღების დღიდან.

5. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და თაიმშერის ხელშეკრულებას მომხმარებელს სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა პუნქტის 1 შესაბამისად. ორივე ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს მე-2 პუნქტის დებულებების მიხედვით, ვინაიდან ისინი ეხება თაიმშერის ხელშეკრულება

[https://legali.ge/law/4894257/muxli-6/](https://legali.ge/law/4894257/muxli-6/)

---

## მუხლი 7. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მოდალობები

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განიზრახავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, მან ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე მოვაჭრეს უნდა აუწყოს ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ, რასაც წარადგენს ქაღალდზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე შედგენილი შეტყობინების სახით. მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა, რომელიც მოცემულია დანართში V, რომელსაც უზრუნველყოფს მოვაჭრე მუხლის 5(4) შესაბამისად. ბოლო ვადა დაცულია იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაიგზავნება ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდ

[https://legali.ge/law/4894257/muxli-7/](https://legali.ge/law/4894257/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გავლენები

1. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებით წყდება მხარეების ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით.

2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს რაიმე ხარჯი, არც რაიმე გადასახადი იმ მომსახურებისთვის, რომელიც შესაძლოა გაწეული ყოფილიყო ხელშეკრულებიდან გასვლამდ

[https://legali.ge/law/4894257/muxli-8/](https://legali.ge/law/4894257/muxli-8/)

---

## მუხლი 9. წინასწარ გადახდა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-6 მუხლის შესაბამისად აიკრძალოს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენებისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა, გარანტიების უზრუნველყოფა, ფულის ანგარიშებზე დარეზერვება, ვალის არსებობის ღიად აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობა მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის დასრულებამდე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ აიკრძალოს გადაყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა, გარანტიების უზრუნველყოფა, ფულის ანგარიშებზე დარეზერვება, ვალის არსებობის ღიად აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობა მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ რეალური გაყიდვის განხორციელებამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდ

[https://legali.ge/law/4894257/muxli-9/](https://legali.ge/law/4894257/muxli-9/)

---

## მუხლი 10. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სპეციფიკური დებულებები

1. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებების შემთხვევაში, გადახდა სრულდება ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის მიხედვით. აკრძალულია ხელშეკრულებაში განსაზღვრული საფასურის ნებისმიერი სახით გადახდა, რომელიც განსხვავდება ეტაპობრივი გადახდის გრაფიკისგან. გადახდები, საწევრო შენატანის ჩათვლით, უნდა დაიყოს ყოველწლიურ, თანაბარ შენატანებად. მოვაჭრემ უნდა გაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა გადახდასთან დაკავშირებით გადახდის ყოველ თარიღამდე მინიმუმ 14 კალენდარული დღით ადრე. მოთხოვნა უნდა შესრულდეს ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე.

2. მეორე მიმდინარე შენატანის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. აღნიშნული უფლება გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია არსებულ ეროვნულ კანონმდებლობაშ

[https://legali.ge/law/4894257/muxli-10/](https://legali.ge/law/4894257/muxli-10/)

---

## მუხლი 11. დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, როდესაც მომხმარებელი იყენებს თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ნებისმიერი გაცვლის დამატებითი ხელშეკრულება ან სხვა რაიმე დამატებითი ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდეს ისე, რომ მომხმარებელს არ დაეკისროს რაიმე ხარჯი.

2. მომხმარებლებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48/EC დირექტივის მე-15 მუხლის შეუზღუდავად[10], როდესაც საფასური სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა მოვაჭრემ ან მესამე მხარემ, მომხმარებლისთვის მიცემული კრედიტის მეშვეობით მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის შეთანხმების საფუძველზე, საკრედიტო შეთანხმება უნდა შეწყდეს მომხმარებლისთვის რაიმე ხარჯის დაკისრების გარეშე, თუ მომხმარებელი გამოიყენებს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ დეტალური წესები ამგვარი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახე

[https://legali.ge/law/4894257/muxli-11/](https://legali.ge/law/4894257/muxli-11/)

---

## მუხლი 12. დირექტივის იმპერატიული ხასიათი და გამოყენება საერთაშორისო შემთხვევებში

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, როდესაც ხელშეკრულების მიმართ გამოყენებული კანონი არის წევრი სახელმწიფოს კანონი, მომხმარებლებს არ ჰქონდეთ უფლება, უარი თქვან მათთვის ამ დირექტივით გადაცემულ უფლებებზე.

2. თუ გამოყენებული კანონი მესამე ქვეყანას ეკუთვნის, მომხმარებლებს არ წაერთმევათ ამ დირექტივით გათვალისწინებული დაცვის უფლება, რომელიც ხორციელდება ფორუმის წევრ სახელმწიფოში:

თუ ნებისმიერი შესაბამისი უძრავი ქონება მდებარეობს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან

იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება უშუალოდ არაა დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, მოვაჭრე ახორციელებს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას წევრ სახელმწიფოში ან, ნებისმიერი საშუალებით, მიმართავს ამგვარ საქმიანობას წევრ სახელმწიფოში, ხოლო ხელშეკრულება დაკავშირებულია ამგვარი საქმიანობის სფეროსთა

[https://legali.ge/law/4894257/muxli-12/](https://legali.ge/law/4894257/muxli-12/)

---

## მუხლი 13. სასამართლო და ადმინისტრაციული დაცვის საშუალებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობდეს ადეკვატური და ეფექტური საშუალებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოვაჭრეთა მხრიდან ამ დირექტივასთან შესაბამისობა.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული საშუალებები მოიცავს დებულებებს, რომელთა მიხედვით ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ერთი ან მეტი შემდეგ ორგანოთაგან უფლებამოსილია, საქმე აღძრას სასამართლოში ან კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ამ დირექტივის განსახორციელებლად ეროვნული დებულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად:

საჯარო ორგანოები ან ორგანიზაციები ან მათი წარმომადგენლები;

მომხმარებელთა ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მომხმარებლების დაცვის კანონიერი ინტერესი;

პროფესიული კავშირები, რომელთაც აქვთ საქმის აღძვრის კანონიერი ინტერეს

[https://legali.ge/law/4894257/muxli-13/](https://legali.ge/law/4894257/muxli-13/)

---

## მუხლი 14. მომხმარებლის ინფორმაცია და სამართლებრივი დაცვის სასამართლოს გარე საშუალებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს იმ ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, რომელშიც გადმოტანილია ეს დირექტივა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყონ მოვაჭრეებსა და ქცევის კოდექსის ავტორებს, რათა მათ საკუთარი ქცევის კოდექსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს.

კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის დონეზე ქცევის კოდექსის შექმნას ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, განსაკუთრებით კი, პროფესიული კავშირების, ორგანიზაციებისა და ასოციაციების მიერ, იმ მიზნით, რომ გამარტივდეს ამ დირექტივის განხორციელება. ეს ასევე დაეხმარება მოვაჭრეებსა და მათ ფილიალებს მომხმარებლებისთვის ნებისმიერი ამგვარი კოდექსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ნიშანდების მეშვეობით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ სასამართლოს გარეთ საჩივრების განხილვისა და ზარალის ანაზღაურების ადეკვატური და ეფექტური პროცედურების შექმნას ამ დირექტივის შესაბამისად, მომხმარებელთა დავების გადასაწყვეტად და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა წაახალისონ მოვაჭრეები და მათი ფილიალები, რათა მათ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს ამგვარი პროცედურების ხელმისაწვდომობის შესახე

[https://legali.ge/law/4894257/muxli-14/](https://legali.ge/law/4894257/muxli-14/)

---

## მუხლი 15. სანქციები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი სანქციები იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე არ შეასრულებს ამ დირექტივის შესაბამისად მიღებულ ეროვნულ დებულებებს.

2. აღნიშნული სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელ

[https://legali.ge/law/4894257/muxli-15/](https://legali.ge/law/4894257/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა

1. წევრმა სახელმწიფოებმა ამ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ 2011 წლის 23 თებერვლამდე. მათ დაუყოვნებლივ უნდა გააცნონ ევროკომისიას აღნიშნული დებულებების ტექსტები.

მათ აღნიშნული დებულებები უნდა გამოიყენონ 2011 წლის 23 თებერვლიდან.

აღნიშნული დებულებების მიღებისას წევრმა სახელმწიფოებმა მათში უნდა მიუთითონ ეს დირექტივა, ან ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა ახლდეს ასეთი მითითება. ამგვარი მითითების ფორმას განსაზღვრავენ წევრი სახელმწიფოები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ ამ დირექტივით რეგულირებულ სფეროშ

[https://legali.ge/law/4894257/muxli-16/](https://legali.ge/law/4894257/muxli-16/)

---

## მუხლი 17. გადასინჯვა

კომისიამ უნდა გადახედოს ამ დირექტივას და ანგარიში წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს არაუგვიანეს 2014 წლის 23 თებერვლისა.

საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი წინადადებები სფეროში არსებულ სიახლეებთან მის მისასადაგებლად.

კომისიამ შესაძლოა ინფორმაცია მოითხოვოს წევრი სახელმწიფოებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისგა

[https://legali.ge/law/4894257/muxli-17/](https://legali.ge/law/4894257/muxli-17/)

---

## მუხლი 20. ადრესატები

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში, 2009 წლის 14 იანვარს.

ევროპარლამენტის სახელით                                                                        საბჭოს სახელით

თავმჯდომარე                                                                                                თავმჯდომარე

ჰ.გ. პოტერინგი                                                                                              ა. ვონდრა

დანართი I

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა თაიმშერის ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა (მაგ., უძრავი ქონების აღწერილობა):

უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:

ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:

თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:

თუ ხელშეკრულება ეხება კონკრეტულ უძრავ ქონებას, რომელიც მშენებლობის პროცესშია - თარიღი, როდესაც საცხოვრებელი და მომსახურებები/ობიექტები დასრულდება/ხელმისაწვდომი იქნება:

საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს უფლებ(ებ)ის შესაძენად:

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., წლიური გადასახადები, სხვა პერიოდული გადასახადები, სპეციალური გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები);

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მთავარი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., ელექტროენერგია, წყალი, ტექნიკური მომსახურება, ნაგვის გატანა) და ამ სახის მომსახურებებისთვის მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის მითითება:

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ობიექტების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., საცურაო აუზი ან საუნა):

არის თუ არა აღნიშნული მოწყობილობები გათვალისწინებული ზემოთ მითითებულ ხარჯებში?

თუ არ არის, განისაზღვროს, თუ რა არის გათვალისწინებული და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი:

არის თუ არა შესაძლებელი გაცვლის სქემასთან მიერთება?

თუ არის, განისაზღვროს გაცვლის სქემის დასახელება:

წევრობის/გაცვლის ხარჯების მითითება:

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულებიდან გასვლის ამ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი წინასწარი გადახდა. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ გადახდილ გადახდასაც.

მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.

საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

ნაწილი 3:

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ

პირობები, რომლებიც განსაზღვრავს იმ უფლების გამოყენებას, რომელიც არის ხელშეკრულების საგანი, იმ წევრი სახელმწიფო(ებ)ის ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი ქონება მდებარეობს და ინფორმაცია იმის შესახებ, დაკმაყოფილებულია თუ არა აღნიშნული პირობები ან, თუ არ არის, რა პირობები დარჩა დასაკმაყოფილებელი,

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება უზრუნველყოფს საცხოვრებლების ერთობლიობაში შემავალი საცხოვრებლის გამოყენების უფლებას - ინფორმაცია იმ შეზღუდვების შესახებ, რომელთა თანახმადაც მომხმარებელი ყოველთვის ვერ გამოიყენებს საცხოვრებლების ერთობლიობაში შემავალ ნებისმიერ საცხოვრებელს.

ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ

თუ ხელშეკრულება ეხება სპეციფიკურ უძრავ ქონებას - ამ უძრავი ქონების ზუსტი და დეტალური აღწერილობა და მისი ადგილმდებარეობა; თუ ხელშეკრულება ეხება რამდენიმე ქონებას (რამდენიმე კურორტს) - მათი შესაბამისი აღწერილობა და მდებარეობა; თუ ხელშეკრულება ეხება საცხოვრებელს, რომელიც არ არის უძრავი ქონება - საცხოვრებლისა და მოწყობილობების შესაბამისი აღწერილობა,

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებები (მაგ., ელექტროენერგია, წყალი, ტექნიკური მომსახურება, ნაგვის გატანა) და მომსახურების პირობები,

საჭიროების შემთხვევაში, საერთო ობიექტები, როგორებიცაა: საცურაო აუზი, საუნა და სხვა, რომლებთანაც მომხმარებელს აქვს ან ექნება წვდომა და რა პირობებით.

დამატებითი მოთხოვნები საცხოვრებლისთვის, რომელიც მშენებლობის პროცესშია (შესაბამის შემთხვევაში)

საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოების მდგომარეობა და მომსახურებების სისრულე, რომ საცხოვრებელი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს (გაზი, ელექტროენერგია, წყალი და სატელეფონო კავშირები) და ნებისმიერი ობიექტის მდგომარეობა, რომელთანაც მომხმარებელს ექნება წვდომა,

საცხოვრებლის დასრულებისა და მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის გაწეული მომსახურებების შესრულების ბოლო ვადა (გაზი, ელექტროენერგია, წყალი და სატელეფონო კავშირები) და ნებისმიერი იმ ობიექტის დასრულების ბოლო ვადა, რომელთანაც მომხმარებელს ექნება წვდომა,

მშენებლობის ნებართვის ნომერი და კომპეტენტური ორგანოს ან ორგანოების დასახელება(დასახელებები) და სრული მისამართ(ებ)ი,

გარანტია საცხოვრებლის დასრულებასთან დაკავშირებით ან გარანტია ნებისმიერი გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი არ არის დასრულებული და, საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი გარანტიების მოქმედების პირობები.

ინფორმაცია ხარჯების შესახებ

თაიმშერის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ზუსტი და სათანადო აღწერილობა; როგორ განაწილდება ეს ხარჯები მომხმარებლებზე და როგორ და როდის შეიძლება გაიზარდოს ამგვარი ხარჯები; ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის გამოთვლის მეთოდი, სავალდებულო სახელმწიფო მოსაკრებლები (მაგალითად, ბეგარა და გადასახადები) და ადმინისტრაციული ზედნადები ხარჯები (მაგალითად, მართვის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების),

შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა რაიმე ხარჯი, იპოთეკა, ქონების უფლებრივი დატვირთვა ან რაიმე სხვა საგადასახადო გირავნობა რეგისტრირებული საცხოვრებლის საკუთრების უფლებაზე.

ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,

ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.

დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება ქონების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და მისი ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის, შეუძლიათ თუ არა და როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს ამ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებზე გავლენის მოხდენა და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა,

ინფორმაცია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა სახელშეკრულებო უფლებების გადაყიდვის სისტემასთან მიერთება, ინფორმაცია შესაბამისი სისტემის შესახებ და ამ სისტემის მეშვეობით გადაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების მითითება,

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგალითად, მართვის შესახებ გადაწყვეტილებებთან, ხარჯების გაზრდასა და პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,

საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

დანართი II

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა:

უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:

ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:

თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:

უფლების შესაძენად მომხმარებლის გადასახდელი საფასური, მათ შორის, ნებისმიერი პერიოდული ხარჯი, რომლის დარიცხვასაც მომხმარებელი უნდა ელოდოს საცხოვრებელთან, მოგზაურობასა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან წვდომის უფლების მოპოვების შედეგად:

ეტაპობრივი გადახდის გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საფასურის ტოლ შენატანებად გადახდას ხელშეკრულების პერიოდის ყოველ წელს და მათ გადასახდელად დაწესებული თარიღები:

ეტაპობრივად გადასახდელი შენატანების ოდენობა შეიძლება შეიცვალოს ერთი წლის შემდეგ, რათა შენარჩუნდეს ამ შენატანების რეალური ღირებულება, მაგალითად, გათვალისწინებულ იქნეს ინფლაცია.

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., წლიური საწევრო შენატანები):

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., ფასდაკლება სასტუმროში გაჩერებასა და ავიაფრენებზე):

შედის თუ არა ისინი ზემოთ მითითებულ ხარჯებში?

თუ არა, განისაზღვროს, თუ რა შედის და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი (მაგ., სამი ღამით გაჩერება, რომელიც გათვალისწინებულია წლიურ საწევრო შენატანში, ყველა სხვა საცხოვრებელი გადახდილი უნდა იქნეს ცალკე):

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულებიდან გასვლის ამ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი წინასწარი გადახდა. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.

მომხმარებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი წლიური შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება.

მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.

საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

ნაწილი 3:

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ

მომავალი ჯავშნებისთვის ხელმისაწვდომი ფასდაკლებების სათანადო და ზუსტი აღწერა, რომელსაც ნიმუშად ახლავს ბოლოდროინდელი შეთავაზებების მაგალითები.

ინფორმაცია მომხმარებლის მიერ უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, კერძოდ, ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე ან ინფორმაცია შეთავაზებებზე, რომლებიც ეფუძნება პრინციპს - პირველ მომსვლელს პირველს ემსახურებიან, ინფორმაცია გარკვეული რეკლამების ვადებსა და სპეციალურ ფასდაკლებებზე.

ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,

ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.

დამატებითი ინფორმაცია

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,

საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

დანართი III

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გადაყიდვის ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა (მაგ., ბაზარზე გატანა):

ხელშეკრულების ხანგრძლივობა:

საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მომსახურებების შესაძენად:

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., ადგილობრივი გადასახადები, ნოტარიუსის გადასახადები, რეკლამის ხარჯი):

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება რეალურ გაყიდვამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.

მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.

საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

ნაწილი 3:

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად,

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,

საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

დანართი IV

სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გაცვლის ხელშეკრულებებისთვის

ნაწილი 1:

იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):

პროდუქტის მოკლე აღწერილობა:

უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:

ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:

თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:

საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გაცვლის სისტემის საწევრო შენატანის სახით:

დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადასახადები, სხვა პერიოდული გადასახადები, სპეციალური გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები):

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი:

შედის თუ არა ისინი ზემოთ მითითებულ ხარჯებში?

თუ არა, განისაზღვროს, თუ რა შედის და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი (ხარჯების ტიპები და ოდენობების მითითება, მაგ., ინდივიდუალური გაცვლის ოპერაციებისთვის გადასახდელი საფასურის დადგენა, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ჩათვლით):

აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?

ნაწილი 2:

ზოგადი ინფორმაცია:

მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და თაიმშერის ხელშეკრულებას მომხმარებელს სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა.

ხელშეკრულებიდან გასვლის აღნიშნულ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.

მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.

საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.

მომხმარებლის ხელმოწერა:

ნაწილი 3:

დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:

ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ

ახსნა-განმარტება იმისა, თუ როგორ მუშაობს გაცვლის სისტემა; გაცვლის შესაძლებლობები და მოდალობები; გაცვლის სისტემაში მომხმარებლის თაიმშერის ღირებულების მითითება და კონკრეტული გაცვლის შესაძლებლობების მაგალითები,

ხელმისაწვდომი კურორტების რაოდენობის და გაცვლის სისტემის წევრთა რაოდენობის მითითება, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შერჩეული კონკრეტული საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა, მაგალითად, „პიკის“ სეზონების გამო მოთხოვნის წინასწარ, დიდი ხნით ადრე დაჯავშვნის პოტენციური საჭიროება და ნებისმიერი შეზღუდვის მითითება მომხმარებლის მიერ გაცვლის სისტემაში უზრუნველყოფილი თაიმშერის უფლებების შედეგად მიღებულ არჩევანთან დაკავშირებით.

ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ

უძრავი ქონებისა და მისი ადგილმდებარეობის მოკლე და სათანადო აღწერილობა; როდესაც ხელშეკრულება ეხება საცხოვრებელს, რომელიც არ არის უძრავი ქონება - საცხოვრებლისა და ობიექტების სათანადო აღწერილობა; მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მომხმარებელმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია.

ინფორმაცია ხარჯების შესახებ

ინფორმაცია მოვაჭრის ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმადაც მან უნდა უზრუნველყოს დეტალების მიწოდება გაცვლის ოპერაციის განხორციელებამდე გაცვლის თითოეული შეთავაზების შესახებ, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის შესახებ, რომელიც მომხმარებელს დაეკისრება გაცვლასთან დაკავშირებით.

ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტაზე შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,

ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.

დამატებითი ინფორმაცია

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,

საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

დანართი V

ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გასამარტივებლად

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება იწყება …………………….. (ავსებს მოვაჭრე, მომხმარებლისთვის ფორმის გადაცემამდე).

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუღია აღნიშნული ფორმა, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ამ ფორმას, თუმცა დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუღია ყველა საჭირო ინფორმაცია, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ამ ინფორმაციას, თუმცა დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, სამი თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ.

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოსაყენებლად მომხმარებელმა მოვაჭრეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ქვემოთ მითითებული დასახელების და მისამართის გამოყენებით, ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით (მაგ., წერილი ფოსტით, ელ. ფოსტა). მომხმარებელს შეუძლია ამ ფორმის გამოყენება, თუმცა ის სავალდებულო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ეროვნული სახელშეკრულებო სამართლის წესები შესაძლოა ითვალისწინებდეს მომხმარებლის უფლებებს, მაგ., ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში.

წინასწარ გადახდის აკრძალვა

ხელშეკრულებიდან გასვლის აღნიშნულ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, გადასახადს, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ.

ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.

შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ

ვის (მოვაჭრის სახელი და მისამართი) (*):

მე/ჩვენ (**) გაცნობებ(თ), რომ მე/ჩვენ (**) გავდივარ(თ) ხელშეკრულებიდან,

ხელშეკრულების დადების თარიღი (*):

მომხმარებლ(ებ)ის სახელ(ებ)ი (***):

მომხმარებლ(ებ)ის მისამართ(ებ)ი (***):

მომხმარებლ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმა ქაღალდზეა შედგენილი) (***):

თარიღი (***):

(*) ავსებს მოვაჭრე მომხმარებლისთვის ფორმის გადაცემამდე.

(**) წაშალეთ შესაბამის შემთხვევაში.

(***) ივსება მომხმარებლ(ებ)ის მიერ, თუ ეს ფორმა გამოყენებულია ხელშეკრულებიდან გასვლისთვის.

ინფორმაციის მიღების დადასტურება:

მომხმარებლის ხელმოწერა:

დანართი VI

კორელაციის ცხრილი ამ დირექტივისა და დირექტივის 94/47/EC დებულებებს შორის

დირექტივა 94/47/EC

ეს დირექტი

[https://legali.ge/law/4894257/muxli-20/](https://legali.ge/law/4894257/muxli-20/)

---

## მუხლი 5. (3)(a) და დანართი I, ნაწილი 1, პირველი ველი

დანართი, ქვეპუნქტი (b)

დანართი I, ნაწილი 1, მესამე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 1, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (c)

დანართი I, ნაწილი 1, მეორე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 2, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(1)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(2)

დანართი I, ნაწილი 1, მეოთხე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, მეორე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(3)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, მესამე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(4)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (d)(5)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 3, მეოთხე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (e)

დანართი I, ნაწილი 1, მეექვსე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 2, მეორე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (f)

დანართი I, ნაწილი 1, მეექვსე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 2, მესამე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (g)

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 6, პირველი ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (h)

დანართი I, ნაწილი 1, მეოთხე ველი

დანართი, ქვეპუნქტი (i)

დანართი I, ნაწილი 1, მეხუთე და მეექვსე უჯრები და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 4, ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (j)

დანართი I, ნაწილი 2, მესამე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (k)

დანართი I, ნაწილი 2, მეშვიდე ველი და დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 6, მეორე ქვეაბზაცი

დანართი, ქვეპუნქტი (l)

დანართი I, ნაწილი 2, პირველი და მესამე ქვეაბზაცები, დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 5, პირველი ქვეაბზაცი და დანართი V (ახალი)

დანართი, ქვეპუნქტი (

[https://legali.ge/law/4894257/muxli-5-13/](https://legali.ge/law/4894257/muxli-5-13/)

---

## მუხლი 5. (3)(b)

—

დანართი I, ნაწილი 1, მერვე ველი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 2, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 2, მეოთხე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 1, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 4, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 5, მეორე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 5, მესამე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართი I, ნაწილი 3, ქვეპუნქტი 6, მეოთხე ქვეაბზაცი (ახალი)

—

დანართები II-V (ახალი)

[1] ოფიციალური ჟურნალი C 44 16.2.2008, გვ. 27.

[2]ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის მოსაზრება (რომელიც ოფიციალურ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა) და საბჭოს 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

[3]ოფიციალური ჟურნალი L 280, 29.10.1994, გვ. 83.

[4]ოფიციალური ჟურნალი L 158, 23.6.1990, გვ. 59.

[5] ოფიციალური ჟურნალი L 149, 11.6.2005, გვ. 22.

[6] ოფიციალური ჟურნალი L 124, 8.6.1971, გვ. 1.

[7] ოფიციალური ჟურნალი L 177, 4.7.2008, გვ. 6.

[8]ოფიციალური ჟურნალი L 12, 16.1.2001, გვ. 1.

[9]ოფიციალური ჟურნალი, C 321, 31.12.2003, გვ. 1.

[10] ოფიციალური ჟურნალი L 133, 22.5.2008, გვ. 6

[https://legali.ge/law/4894257/muxli-5-14/](https://legali.ge/law/4894257/muxli-5-14/)
