„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე" ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
მიღების თარიღი 25.12.2019
ძალაში შესვლა 04.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/28
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016613
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის
სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე" ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
თბილისი, 2019 წლის 25 დეკემბერი
(იაპონიის ნოტა)
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი მოვიხსენიო იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის ბოლო პერიოდში გამართული მსჯელობები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოში მოხალისეების გაგზავნას „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში (შემდგომში – პროგრამა), რომელსაც განახორციელებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში – JICA) საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით და იაპონიის მთავრობის სახელით მხარეთა შორის მიღწეული შემდეგი მოსაზრების დასადასტურებლად:
1. საქართველოს მთავრობის თხოვნით, JICA საქართველოში გააგზავნის იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეებს (შემდგომში – JOCV) იაპონიაში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც ცალკე შეთანხმდება ორი მთავრობის კომპეტენტურ ორგანოებს შორის. იაპონიის მთავრობის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობის კომპეტენტურ ორგანოს – საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, იაპონიასა და საქართველოს შორის საერთაშორისო მგზავრობის ღირებულებას და JOCV-ისთვის საქართველოში ცხოვრების ხარჯებს გაიღებს JICA და საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მასალების ხელმისაწვდომობას ასევე უზრუნველყოფს JICA.
3. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ათვისებული მეთოდები და შეძენილი ცოდნა, ასევე პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობა, ტექნიკური მოწყობილობები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მასალები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს JOCV-ს შემდეგი პრივილეგიებით, შეღავათებითა და სარგებლით, კერძოდ:
(1) გაათავისუფლებს საკონსულო მოსაკრებლისგან, გადასახადებისგან საბაჟო გადასახადებისა და ფისკალური ანაკრეფის ჩათვლით, აგრეთვე საიმპორტო ლიცენზიისა და უცხოური ვალუტის გაცვლის დაფარვის სერთიფიკატის აღების ვალდებულებისგან მე-2 პუნქტში ნახსენები აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მასალის იმპორტთან მიმართებით;
(2) გაათავისუფლებს გადასახადებისგან, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადისა და ფისკალური ანაკრეფის ჩათვლით, მე-2 პუნქტში აღნიშნული აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მასალების ადგილობრივ შესყიდვასთან მიმართებით;
(3) გაათავისუფლებს საკონსულო მოსაკრებლისგან, გადასახადებისგან საბაჟო გადასახადებისა და ფისკალური გადასახადების ანაკრეფის ჩათვლით, აგრეთვე საიმპორტო ლიცენზიისა და უცხოური ვალუტის დაფარვის გადახდის სერთიფიკატის აღების ვალდებულებისგან მათი ბარგის, პირადი ნივთების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ფართო მოხმარების საქონლის იმპორტთან მიმართებით;
(4) გაათავისუფლებს გადასახადებისგან, მათ შორის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთიდან დარიცხულ ცხოვრების ხარჯებისთვის თანხაზე ან მასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადისა და ფისკალური ანაკრეფისგან;
(5) შესთავაზებს ხელსაყრელ პირობებს სამედიცინო დახმარების მისაღებად საჭირო სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფით;
(6) შესთავაზებს ძირითადი ავეჯით გაწყობილ საცხოვრებელს უფასოდ იმ ადგილებზე, სადაც ისინი შეასრულებენ საქართველოს მთავრობის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
(7) ნებას დართავს JOCV-ის მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი რადიოკავშირის კომპლექტების დამონტაჟებასა და გამოყენებაზე;
(8) გასცემს საიდენტიფიკაციო ბარათებს JOCV-ის მოვალეობების შესასრულებლად ყველა აუცილებელ სამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად;
(9) ნებას დართავს საქართველოში შემოსვლაზე, გასვლასა და ყოფნაზე მივლინების მანძილზე, ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს უცხოელთა რეგისტრაციისთვის მოთხოვნილ პროცედურებზე და გაათავისუფლებს საკონსულო მოსაკრებლებისგან;
(10) ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს მანქანის მართვის მოწმობის ასაღებად JOCV-ისთვის, რომელთაც ავტომობილის მართვა სჭირდებათ საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად; და
(11) უზრუნველყოფს JOCV-ის მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელ სხვა ზომებს.
5. (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს იაპონიიდან გამოგზავნილ რეზიდენტ კოორდინატორებს, რომლებიც შეასრულებენ JICA-ს მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს საქართველოში (შემდგომში – JICA-ს კოორდინატორები) პროგრამის საქმიანობასთან დაკავშირებით.
(2) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს JICA-ს კოორდინატორებსა და მათი ოჯახის წევრებს შემდეგი პრივილეგიებით, შეღავათებითა და სარგებლით:
(ა) გაათავისუფლებს საკონსულო მოსაკრებლისგან, გადასახადებისგან საბაჟო გადასახადებისა და ფისკალური გადასახადების ანაკრეფის ჩათვლით, აგრეთვე საიმპორტო ლიცენზიისა და უცხოური ვალუტის გაცვლის დაფარვის სერთიფიკატის აღების ვალდებულებისგან მათი ბარგის, პირადი ნივთების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ფართო მოხმარების საქონლის და ერთი ავტომობილის იმპორტთან მიმართებით JICA-ს თითოეულ კოორდინატორზე და JICA-ს თითოეული კოორდინატორის ოჯახზე გათვლით;
(ბ) გაათავისუფლებს გადასახადებისგან, ანაზღაურებაზე, ხელფასსა და საზღვარგარეთიდან ჩარიცხულ ნებისმიერ დანამატზე საშემოსავლო გადასახადისა და ფისკალური ანაკრეფის ჩათვლით;
(გ) გაათავისუფლებს გადასახადებისგან დამატებული ღირებულების გადასახადისა და ფისკალური ანაკრეფის ჩათვლით, JICA-ს თითოეულ კოორდინატორს და JICA-ს თითოეული კოორდინატორის ოჯახის საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტის განუხორციელებლობისას მისი ადგილზე ყიდვის შემთხვევაში;
(დ) გაათავისუფლებს (ა) და (გ) პუნქტებში ნახსენებ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სარეგისტრაციო გადასახადისგან;
(ე) შესთავაზებს ავტომანქანის მართვის მოწმობის მოპოვების შესაძლებლობას;
(ვ) ნებას დართავს JICA-ს კოორდინატორებს მოაწყონ და გამოიყენონ მათი მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი რადიო-საკომუნიკაციო კომპლექტები;
(ზ) გასცემს საიდენტიფიკაციო ბარათებს JICA-ს კოორდინატორებისთვის მათი მოვალეობების შესრულების გასაადვილებლად და სპეციალურ საშვებს აეროპორტებში შესასვლელად საპასპორტო-საკონტროლო პუნქტის მიღმა JOCV-ის მისაღებად და გასამგზავრებლად;
(თ) ნებას დართავს, მივლინების მანძილზე, საქართველოში შემოსვლაზე, გასვლასა და ყოფნაზე, შესთავაზებს უცხოელთა რეგისტრაციისთვის მოთხოვნილ პროცედურებზე ხელსაყრელ პირობებს და გაათავისუფლებს საკონსულო მოსაკრებლებისგან; და
(ი) უზრუნველყოფს JICA-ს კოორდინატორებისთვის მათი მოვალეობის შესრულების მიზნით აუცილებელი სხვა ზომების გატარებას.
(3) მე-2 ქვეპუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება გადასახადების გადახდას, საბაჟო გადასახადის ჩათვლით, თუ შემდგომში მოხდა მათი გაყიდვა ან საკუთრებაში გადაცემა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირთათვის ან ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან მსგავსი გადასახადებისგან გათავისუფლებას ან მსგავს პრივილეგიებს.
6. საქართველოს მთავრობა მიანიჭებს JOCV-ს, JICA-ს კოორდინატორებსა და მათი ოჯახის წევრებს ისეთ პრივილეგიებს, შეღავათებსა და სარგებელს, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ნებისმიერი მესამე ქვეყნის ან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის იმ მოხალისეებისათვის, კოორდინატორებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესებული პრივილეგიები, შეღავათები და სარგებელი, რომლებიც იმყოფებიან ანალოგიური მისიით საქართველოში.
7. საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს საქართველოში JOCV-ს, JICA-ს კოორდინატორებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
8. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას JOCV-ის წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია მათი მოვალეობების შესრულების დროს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათ მიერ მოვალეობების შესრულებასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორივე მთავრობა თანხმდება, რომ ასეთი პრეტენზიები წარმოიშობა JOCV-ის მხრიდან უხეში დაუდევრობით ან წინასწარგანზრახული გადაცდომით.
9. ორივე მთავრობა დროდადრო გამართავს კონსულტაციებს პროგრამის საქართველოში წარმატებით განხორციელების მიზნით.
10. ზემოთ აღნიშნული ურთიერთგაგება შეიძლება შეიცვალოს ორივე მთავრობის ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე და მისი მოქმედება შეწყდეს რომელიმე მთავრობის მოთხოვნით მეორე მხარისთვის ექვსი თვით ადრე ურთიერთგაგების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
გარდა ამისა, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ წინამდებარე ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით ადასტურებს წინამდებარე შეთანხმებას, შეადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის წერილობითი შეტყობინების იაპონიის მთავრობის მიერ მიღების დღეს.
ვსარგებლობ მოცემული შესაძლებლობით, დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა.
___________________________
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მისი აღმატებულება ბატონი
დავით ზალკალიანი
________________________________
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ტადაჰარუ უეჰარა
თბილისი, 2019 წლის 25 დეკემბერი
(საქართველოს ნოტა)
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი დავადასტურო თქვენი აღმატებულობის ნოტის მიღება დღევანდელი თარიღით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

გარდა ამისა, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ წინამდებარე ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით ადასტურებს წინამდებარე შეთანხმებას, შეადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ იაპონიის მთავრობის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
ვსარგებლობ მოცემული შესაძლებლობით, დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა.“
გარდა ამისა, მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო წინამდებარე ურთიერთგაგება და განვაცხადო თანხმობა, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა შეადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის წერილობითი შეტყობინების იაპონიის მთავრობის მიერ მიღების დღეს.
ვსარგებლობ მოცემული შესაძლებლობით, დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა.
____________________________________