„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№365
სარეგისტრაციო კოდი
140080000.10.003.022079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №365

2020 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 140080000.10.003.020403) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების“:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკადრო საქმიანობის განმახორციელებელ ქვედანაყოფს (შემდგომში – საკადრო ქვედანაყოფი) სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:“;

ბ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად (როგორც წესი) საკადრო ქვედანაყოფს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება მას ასლების დედნებთან შედარების შემდეგ.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატის მიერ სპეციალური საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო საკადრო ქვედანაყოფს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური საექიმო კომისიის დასკვნას.

3. საკადრო ქვედანაყოფის მიერ წარდგენილი საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის სასწავლო-მოსამზადებელი ფუნქციის განმახორციელებელი ქვედანაყოფი (შემდგომში – სასწავლო ქვედანაყოფი).“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამხედრო სავალდებულო, აგრეთვე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამავე სამინისტროს შესაბამის სამსახურს ასევე ეცნობება იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე სპეციალური შესწავლის ან/და სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების უარყოფითი შედეგების გამო.“.

4.  მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და საკონტრაქტო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნისას, აგრეთვე შესაბამისი სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლების შემთხვევაში,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დათხოვნილ პირთა შესახებ აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო სამსახურის საკადრო ქვედანაყოფი ატყობინებს აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2020.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №365. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.022079.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №365, 12.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.022079 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4894498/