სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

2020 წლის 7 ივლისს 11:00 საათზე სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიულ მისამართზე, ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას №14-ში მოწვეულია სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

დღის წესრიგი:

1. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ დირექტორატის მიერ 2019 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

2. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2019 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

3. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 2019 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ გარე აუდიტორის EY Georgia LLC -ის 2019 წლის ანგარიშის განხილვის შესახებ.

4. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიერ 2019 წელს მიღებული მოგების განაწილებისა და დივიდენდების გაცემის შესახებ.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:  2 24-24-24 (1271).

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2020 წლის 12 ივნისი.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ სს „კავკასრეესტრში“,  მისამართი ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი № 71, მე-10 ბლოკი, სართული 7, ტელ. + 995 (32) 2500211.

                           

გენერალური დირექტორი     არჩილ კონცელიძე