# რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

- ტიპი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
- დოკუმენტის ნომერი: №3
- მიღების თარიღი: 16.06.2020
- კონსოლიდირებული რედაქცია: 16.10.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016003
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4897597
- წყარო: https://legali.ge/law/4897597/

> ეს არის 16.10.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ამბროლაურის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ამბროლაურის რაიონული სასამართლო.

2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ონის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-1/](https://legali.ge/law/4897597/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ახალქალაქის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ახალქალაქის რაიონული სასამართლო.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-2/](https://legali.ge/law/4897597/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ახალციხის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ახალციხის რაიონული სასამართლო.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.

4. ახალციხის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-3/](https://legali.ge/law/4897597/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ბათუმის საქალაქო სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ბათუმის საქალაქო სასამართლო.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 16 მოსამართლით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 7 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-4/](https://legali.ge/law/4897597/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ბოლნისის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ბოლნისის რაიონული სასამართლო.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.

4. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-5/](https://legali.ge/law/4897597/muxli-5/)

---

## მუხლი 6. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე შეიქმნას გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო.

2. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების –ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.

3. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 1 მოსამართლით.

4. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-6/](https://legali.ge/law/4897597/muxli-6/)

---

## მუხლი 7. გორის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას გორის რაიონული სასამართლო.

2. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.

3. გორის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. გორის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 11 მოსამართლით.

5. გორის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 1 მოსამართლით.

6. გორის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-7/](https://legali.ge/law/4897597/muxli-7/)

---

## მუხლი 8. გურჯაანის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.

4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-8/](https://legali.ge/law/4897597/muxli-8/)

---

## მუხლი 9. ზესტაფონის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ზესტაფონის რაიონული სასამართლო.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-9/](https://legali.ge/law/4897597/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ზუგდიდის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ზუგდიდის რაიონული სასამართლო.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 8 მოსამართლით.

4. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-10/](https://legali.ge/law/4897597/muxli-10/)

---

## მუხლი 11. თბილისის საქალაქო სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას თბილისის საქალაქო სასამართლო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 126 მოსამართლით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 51 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში – 43 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 32 მოსამართლი

[https://legali.ge/law/4897597/muxli-11/](https://legali.ge/law/4897597/muxli-11/)

---

## მუხლი 12. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 3 მოსამართლით.

4. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-12/](https://legali.ge/law/4897597/muxli-12/)

---

## მუხლი 13. თელავის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას თელავის რაიონული სასამართლო.

2. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თელავის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 6 მოსამართლით.

4. თელავის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-13/](https://legali.ge/law/4897597/muxli-13/)

---

## მუხლი 14. მცხეთის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას მცხეთის რაიონული სასამართლო.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა)  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 9 მოსამართლით.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 1 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 4 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

დ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-14/](https://legali.ge/law/4897597/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ოზურგეთის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ოზურგეთის რაიონული სასამართლო.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-15/](https://legali.ge/law/4897597/muxli-15/)

---

## მუხლი 16. რუსთავის საქალაქო სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას რუსთავის საქალაქო სასამართლო.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომლებიც უფლებამოსილებას განახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-16/](https://legali.ge/law/4897597/muxli-16/)

---

## მუხლი 17. სამტრედიის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას სამტრედიის რაიონული სასამართლო.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-17/](https://legali.ge/law/4897597/muxli-17/)

---

## მუხლი 18. საჩხერის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას საჩხერის რაიონული სასამართლო.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. საჩხერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-18/](https://legali.ge/law/4897597/muxli-18/)

---

## მუხლი 19. სენაკის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას სენაკის რაიონული სასამართლო.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. სენაკის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-19/](https://legali.ge/law/4897597/muxli-19/)

---

## მუხლი 20. სიღნაღის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას სიღნაღის რაიონული სასამართლო.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-20/](https://legali.ge/law/4897597/muxli-20/)

---

## მუხლი 21. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე შეიქმნას სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო.

2. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, წალკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების, „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, თვითმმართველი ქალაქების – თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე.

3. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. თბილის

[https://legali.ge/law/4897597/muxli-21/](https://legali.ge/law/4897597/muxli-21/)

---

## მუხლი 22. ფოთის საქალაქო სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ფოთის საქალაქო სასამართლო.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-22/](https://legali.ge/law/4897597/muxli-22/)

---

## მუხლი 23. ქუთაისის საქალაქო სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-23/](https://legali.ge/law/4897597/muxli-23/)

---

## მუხლი 24. ცაგერის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ცაგერის რაიონული სასამართლო.

2. ცაგერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ცაგერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. ცაგერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-24/](https://legali.ge/law/4897597/muxli-24/)

---

## მუხლი 25. ხაშურის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ხაშურის რაიონული სასამართლო.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხაშურის, ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ხაშურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტებშ

[https://legali.ge/law/4897597/muxli-25/](https://legali.ge/law/4897597/muxli-25/)

---

## მუხლი 26. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

_თავი I — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები_

1. შეიქმნას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტში.

თავი II
თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოე

[https://legali.ge/law/4897597/muxli-26/](https://legali.ge/law/4897597/muxli-26/)

---

## მუხლი 27. თბილისის სააპელაციო სასამართლო

_თავი II — თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები_

1. შეიქმნას თბილისის სააპელაციო სასამართლო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 89 მოსამართლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატაში – 37 მოსამართლის შემადგენლობით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – 20 მოსამართლის შემადგენლობით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში – 25 მოსამართლის შემადგენლობით;

დ) საგამოძიებო კოლეგიაში – 7 მოსამართლის შემადგენლობი

[https://legali.ge/law/4897597/muxli-27/](https://legali.ge/law/4897597/muxli-27/)

---

## მუხლი 28. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

_თავი II — თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები_

1. შეიქმნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერისა და ხელვაჩაურის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 22 მოსამართლით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატაში – 8 მოსამართლის შემადგენლობით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – 7 მოსამართლის შემადგენლობით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში – 5 მოსამართლის შემადგენლობით;

დ) საგამოძიებო კოლეგიაში – 2 მოსამართლის შემადგენლობით.

თავი III
დასკვნითი დებულე

[https://legali.ge/law/4897597/muxli-28/](https://legali.ge/law/4897597/muxli-28/)
