1. შეიქმნას თბილისის სააპელაციო სასამართლო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 89 მოსამართლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატაში – 37 მოსამართლის შემადგენლობით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – 20 მოსამართლის შემადგენლობით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში – 25 მოსამართლის შემადგენლობით;

დ) საგამოძიებო კოლეგიაში – 7 მოსამართლის შემადგენლობი