ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2020
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.117.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2020
matsne.gov.ge 181 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 25.07.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.07.2025 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში არსებული უსახელო სკვერისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძევერას ქუჩისთვის მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთისთვის, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევისთვის ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №46 2020 წლის 15 ივნისი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის – ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 10 მარტის №19 სხდომის ოქმით გაცემული თანხმობის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს – ველევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლევში მდებარე მე-2 ქუჩას მიენიჭოს დავით კირვალიძის სახელი (რუკა თან ერთვის). 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13). 3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      ასლან საგანელიძე