ს.ს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგაეეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
როგორც ცნობილია, 2020 წლის ივნისს გამოცხადებულია სს „გრაალი 92“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება დღის წესრიგით:
1. საზოგადოების მიერ აქციონერებისგან მათ საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა;
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
აგრეთვე მოგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, სს გრაალი 92-ს აქვს რეგისტრირებული საკუთარი გამოსყიდული 54280 ცალი აქცია (სახაზინო აქციები).
მიზანშეწონილად მიმაჩნია, აქციონერთა საერთო კრებაზე და დღის წესრიგის გამოცხადებულ საკითხებამდე განხილულ იქნეს საზოგადოების სახაზინო აქციების გაუქმების საკითხი. ასევე, აღნიშნულთან ერთად განხილულ იქნეს გამოშვებული და განთავსებული აქციების და საწესდებო კაპიტალის შემცირება. ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით კი განხილულ იქნეს ცვლილებების შეტანა წესდებაში (საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება).
გთხოვთ, სს გრაალი 92-ის, 2020 წლის 30 ივნისს მოწვეულ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებს დაამატოთ შემდეგი საკითხები:
1. სს გრაალი 92-ის (სნ 208145782) საკუთარი გამოსყიდული აქციების (სახაზინო აქციების) გაუქმება და საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირება.
2. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
განცხადებასთან ერთად წარმოგიდგენთ წესდების ახალი რედაქციის პროექტს.
ზურაბ ლოლუა (პნ 01010000842)