„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.“.
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მიზნით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შესყიდული ან/და უსასყიდლოდ მიღებული ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის გადაცემაზე;“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით, ხოლო მთავრობის თავმჯდომარე –ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა. ქონების მყიდველის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 50%-ის შესრულების დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობის 50%-ის შემცირების თაობაზე.“.
3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“.
4. მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-5–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება
ქონების მყიდველების, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის თაობაზე, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
ბათუმი, 18 ივნისი 2020 წ. N116-უ.ს.გ.ს.
|