შპს „თელეთის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „თელეთის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
კრება გაიმართება შპს „თელეთის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426529483) ოფისში, იურიდიულ მისამართზე (გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლისა და კომპანიის წესდების 3.2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, გიწვევთ აღნიშნულ პარტნიორთა კრებაზე და გაცნობებთ კრების დღის წესრიგს:
1.კომპანიის აუდიტორული დასკვნის შეფასება და განხილვა;
2. კომპანიის კაპიტალის ოდენობის დადგენა;
3. კომპანიის ყოფილი დირექტორისთვის ანა მიქაძე-ჩიკვაიძისთვის ფიდუციური მოვალეობების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების დაკისრება;
4. კომპანიის 40% წილის მესაკუთრე პარტნიორის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის, შენატანის შეტანის განუხორციელებლობისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გამო, საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვა და მისთვის შესაბამისი და ადეკვატური კომპენსაციის განსაზღვრა;
5. ანა მიქაძე-ჩიკვაიძის მიერ ფიდუციური მოვალეობის დარღვევით კომპანიისთვის მიყენებული ზიანისა და საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის გამო გადასახდელი კომპენსაციის გაქვითვა;
6. საზოგადოების პარტნიორობიდან ანა მიქაძე-ჩიკვაიძის გარიცხვის გამო, საზოგადოების 40% წილის გადანაწილება.
ასევე, გაცნობებთ, რომ მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
შპს „თელეთის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426529483)
პარტნიორი დავით კიკოლაშვილი (პირადი ნომერი: 01025022190
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 514 68 14 14