,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 30/12/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კო­დექსის 15071 მუხლის პირველი პუნქტის, “მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს გა­ნათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების და­მტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მა­­ისის №37 დად­გენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­ბები და დამატებები:

1. მე-2 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. სა­კუ­თარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქ­მიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზო­გადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეც­ნიერების განვითარებასა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­­დაქციით:

„ზ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებას;

თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და­წე­სებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების სა­ჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორ­გა­ნიზაციალიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;

ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იური­დი­ულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებსა და ზო­გად­­სა­­განმანათლებლო დაწესებულებებს;“;

ბ.ბ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „პ.კ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„პ.კ) ამტკიცებს არაფორმალური გზით მიღებული სა­ხე­ლობო განათლების ატესტაციის წესსა და პირო-ბებს და შე­ი­მუ­შავებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელ­შეწყობის პროგრამებს;

ჟ) ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს;“;

ბ.დ) “ჟ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“, „ჟ2“, „ჟ3“, „ჟ4“, „ჟ5“, „ჟ6“, „ჟ7“, „ჟ8“ და „ჟ9“ ქვეპუნქტები:

“ჟ1) რეგისტრაციაში ატარებს პროფესიულ სტანდარტებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ2) თითოეული სახელობო პროფესიისა და კვალიფი­კა­ციისათვის ადგენს საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესს;

ჟ3) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკა­ცი­ათა ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­­სით;

ჟ4) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდ­გენს რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რომლებსაც შეესა­ბამება სახელობო განათლების კვალიფიკაცია, აგრეთვე ამ რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებსა და მათი შესრუ­ლე­ბის წესს, ან აძლევს მათზე სავალდებულო დასკვნას;

ჟ5) აწარმოებს სახელობო პროფესიათა საინფორმაციო ბანკს;

ჟ6) შეიმუშავებს და ახორციელებს სახელობო საგანმანა­თ­ლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებუ­ლებე­ბის ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რე­სურ­სების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს;

ჟ7) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე უზ­რუნველყოფს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გან­საზღვრული იმ ქვეყნების პროფესიული სტანდარტების თარ­გ­მნას, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულმა პირმა უნ­და შექმნას პროფესიული სტანდარტი;

ჟ8) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კა­­­­ნონის შესაბამისად ადგენს პროფესიული ასოციაციისა და აკ­­­რე­დიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკ­რედიტაციის წესსა და პირობებს;

ჟ9) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან.“;

ბ.ე) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერი­ა­ლ­ურ-­ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორ­­­მა­ტივებს;“;

ბ.ვ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბათა, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგარეშე საგან­მა­ნათ­ლებლო დაწესებულებათა რეესტრს, საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­­ლებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარ­მო­მადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგან­მანათ­ლებლო და­­წესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონა­ცემების რე­­­ესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექ­ტორებს, დირექ­ტო­რე­ბის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შე­უძ­ლებ­ლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მო­ად­გილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბ­ჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ა.პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“;

გ) „ა.ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ტ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტა­მენტი;“;

დ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „გ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.კ) საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესილი სწავ­ლების ცენტრები, და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.“;

ვ) „გ.ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 41 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომ­პეტენციაა:

ა) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრი­ფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყე­ნე­ბით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგ­მვა და განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინ­ფორმირება, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

გ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება;

დ) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციელება.“;

ბ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ა) საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობის ლი­ცენ­ზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავ­ში­რებული მოქმედებების განხორციელება;“;

გ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­­დაქციით:

„ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სკოლამ­დე­ლი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეც­­­ნიერების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პრო­­გ­რამებისა და პროექტების კოორდინაცია;“;

დ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­­დეგი რედაქციით:

„ა) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პრო­ცე­სების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორცი­ე­ლე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის და­გეგმვა;

ბ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პრო­ცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორ-ციე­ლე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მე­სამე პირების მეშვეობით კვლევა;“;

ვ) მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­­დაქციით:

„გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სე­ბულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესეულებათა, მოს­წავ­ლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკო­ლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტ­რე­ბის წარმოება;“;

ზ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტა­მენტის კომპეტენციაა:

ა) პროფესიული სტანდარტების რეგისტრაციაში გატარება;

ბ) თითოეული სახელობო პროფესიისა და კვალიფი­კა­ცი­ი­სათვის საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესის პროექტის მომ­­ზადება;

გ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროექტის მომ­ზადება;

დ) საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი რეგული­რებად პროფესიათა ნუსხის, აგრეთვე ამ რეგულირებადი პრო­ფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისა­თვის აუცილებელი პირობებისა და მათი შესრულების წესის თაობაზე წინადადებების შემუშავება, ან ამ დოკუმენტებზე სა­ქარ­თველოს მთავრობისათვის დასკვნის მომზადება;

ე) სახელობო პროფესიათა საინფორმაციო ბანკის წარმო­ება;

ვ) სახელობო საგან­მა­ნათლებლო პროგრამების განმახორ­ციელებელი დაწესებულე­ბების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელ­შემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე სა­ქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ქვეყნების პროფესიული სტანდარტების თარგმნა, რომელთა მი­ხედ­ვითაც დაინტერესებულმა პირმა უნდა შექმნას პროფე­სი­უ­ლი სტანდარტი.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. სამინისტროს საგანმანათლებლო და სა­მე­ც­ნი­ე­რო-კვლევითი დაწესებულებები

სამინისტროში იქმნება სამი­ნისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესე­ბულებების რეესტრი, რომელ­შიც წარმოდგენილ იქნება ამ და­წესებულებათა სრული ნუსხა, მა­თი დაქვემდებარებისა და სა­მართლებრივი ფორმის მიუხე­და­ვად.“.

    მუხლი 2.

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტები და მე-4 პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „პროფესი­ული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლე­ბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2008 წლის 19 დე­­კემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი