განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №376
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.022090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2020
matsne.gov.ge 972 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონი 90% 20.12.2019 განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 06.02.2020 ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 86% 21.05.2020 განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 02.07.2020 გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 20.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №376 2020 წლის 22 ივნისი  ქ. თბილისი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია მუხლი 1🔗. მეთოდოლოგიის მოქმედების სფერო 1. „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია“  (შემდგომში − მეთოდოლოგია) გამოიყენება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში − კანონი) გათვალისწინებული საქართველოს განახლებადი ენერგიის წილის სამიზნე მაჩვენებლების დაკმაყოფილების დონის გამოთვლის მიზნით. 2. განახლებადი  წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლის მიზნით, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ასევე განისაზღვრება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარება, სხვადასხვა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამის საფუძველზე. 3. ამ მეთოდოლოგიაში მოცემული მაჩვენებლები გამოიანგარიშება ყოველწლიურად ევროსტატის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი − EUROSTAT-ის) მიერ მოწოდებული განახლებადი ენერგიის წყაროების მოკლე შეფასების ინსტრუმენტის (SHARES tool) საფუძველზე. 4. ამ მეთოდოლოგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოსათვლელად გამოყენებული მონაცემები მოწოდებულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ევროსტატის − (EUROSTAT)-ის სტანდარტების სრული დაცვით. მუხლი 2🔗. ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლის წესი 1. კანონის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის  თანახმად, განახლებადი ენერგიის წილი გამოითვლება შემდეგნაირად: განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება გაყოფილი ენერგიის ყველა წყაროდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაზე. ეს წილი გამოსახულია პროცენტულად. 2. ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი გამოითვლება  შემდეგი ფორმულის გამოყენებით: 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა)  SE(RES) (Share of Energy from Renewable Energy Sources) − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში; ბ)  GFEC(RES) (Gross Final Energy Consumption from Renewable Energy Sources) − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მთლიანი მოხმარება; გ) GFEC (Gross Final Energy Consumption) − ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება. მრეწველობის, ტრანსპორტის, საყოფაცხოვრებო, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის სექტორების მიერ ენერგიის საბოლოო მოხმარება,  ელექტროენერგიისა და სითბოს მოხმარებისა და დანაკარგების ჩათვლით, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკული მიზნების განსახორციელებლად, ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოებისა და გადაცემა-განაწილებისათვის. 4. GFEC (Gross Final Energy Consumption) − ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება გამოითვლება შემდეგი ფორმულით: ენერგიის საერთო საბოლოო მოხმარება [ktoe] + + ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ხარჯები  [ktoe] + + მიღებული სითბოს გადაცემისა და განაწილების დანაკარგები [ktoe] +  + ელექტროენერგიის მოხმარება ელექტროენერგიის/სითბოს წარმოების სექტორში   [ktoe] + + სითბოს მოხმარება ელექტროენერგიის/სითბოს წარმოების სექტორში  [ktoe] + თბური ტუმბოების მიერ მიწოდებული სითბო [ktoe] – - თბური ტუმბოების მიერ მოხმარებული ენერგია [ktoe]. მუხლი 3🔗. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მთლიანი მოხმარების გამოთვლის წესი 1. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო  მოხმარება GFEC(RES) გამოითვლება განახლებადი წყაროებიდან, შემდეგი ფორმულის გამოყენებით: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ● GFEC(RES) – (Gross Final Energy Consumption) − განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მთლიანი მოხმარება; ● RES  (E) (Renewable energy Sources – Electricity) − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება; ● RES (H&C) (Renewable energy Sources – Heating & Cooling) − გათბობისა და გაგრილებისათვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარება; ● RES (T) (Renewable energy Sources – Transport) − ტრანსპორტის სექტორის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარება. 3. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას, განახლებადი წყაროებიდან მიღებული გაზი, ელექტროენერგია და წყალბადი გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, ამ დადგენილების მე-4, მე-5 ან მე-6 მუხლში მოცემულ გამოთვლებში. მუხლი 4🔗.  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლა 1. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილი გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: 2. ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, რომელიც განსაზღვრულია „ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 3. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებენ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ამ მიზნით,  თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს. მუხლი 5🔗. გათბობისა და გაგრილებისათვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლა 1. გათბობისა და გაგრილებისათვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარების წილი გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: 2. გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება გამოითვლება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების რაოდენობისა და გათბობისთვის, გაგრილებისა და დამუშავების პროცესისთვის მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული სხვა ენერგიების ჯამი, რომლებიც მიეწოდება მრეწველობას, საყოფაცხოვრებო სექტორს, მომსახურების სფეროებს, მათ შორის, საჯარო მომსახურების სფეროებს, სოფლის მეურნეობას, სატყეო მეურნეობას, თევზის მეურნეობას, თევზგადამამუშავებელ საწარმოებსა და ელექტროენერგიისა და სითბოს მწარმოებელ ობიექტებს, მოიცავს სითბოს დანაკარგებს გადაცემისა და გადანაწილების დროს. 3. სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე სადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებენ, გათბობისა და გაგრილებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ამ მიზნით, თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს. 4. პასიური ენერგეტიკული სისტემების მიერ გამომუშავებული თბური ენერგია, რომლის ფარგლებშიც ენერგიის დაბალი მოხმარება პასიურად მიღწეულია ნაგებობების დაპროექტებით ან ენერგიის წიაღისეული (არაგანახლებადი) წყაროებიდან მიღებული სითბოს მეშვეობით, გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში გათვალისწინებულ არ უნდა იქნეს. 5. კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია და ჰიდროთერმული ენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, იმ პირობით, რომ ენერგიის საბოლოო გამომუშავება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს პირველად მიწოდებული ენერგიის რაოდენობას, რომელიც საჭიროა თბური ტუმბოების ასამუშავებლად. 6. იმ სითბოს რაოდენობა, რომელიც მიჩნეულია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად, უნდა გამოითვალოს საქართველოს მთავრობის მიერ  დამტკიცებული თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ტრანსპორტის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლა 1. ტრანსპორტის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარების წილი გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულა შედგენილია ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივისა და კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის განსაზღვრებების მიხედვით. 3. ბიოსაწვავი და ბიოსითხე, რომლებიც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მდგრადობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას გათვალისწინებულ არ უნდა იქნეს.