„სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-68/ნ |
|
2020 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
,,12. დედა, ლოგინობის ხანის გართულებისას, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, რეფერალური სისტემით გადაყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში ჯანმრთელი ახალშობილი, ეწერება ბინაზე პირველ პუნქტში განსაზღვრული ვადის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაყვანას (რეფერალს) დაქვემდებარებული მელოგინე მარტოხელაა და ახალშობილს არ ჰყავს დედის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი, დაწესებულება ახალშობილის თაობაზე ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით (შემდგომში – მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება) განსაზღვრული წესით.‘‘.
,,19. თუ მელოგინეს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჰოსპიტალიზაციისთანავე მიმღების მორიგე ექიმი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამეანო განყოფილების/სამსახურის გამგეს/უფროსს ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, იურისტს და დაწესებულების ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში:
ა) დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია აცნობოს საპატრულო პოლიციას და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვოს მელოგინის პიროვნების დადგენა;
ბ) მელოგინის პიროვნების დაუდგენლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აქტის შედგენას, რომელსაც ხელს აწერს: დაწესებულების ხელმძღვანელი, სამეანო განყოფილების/სამსახურის გამგე/უფროსი ან სხვა დასახელების მქონე ანალოგიური დატვირთვის მქონე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მკურნალი ექიმი, იურისტი, პოლიციის წარმომადგენელი, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი და თავად მელოგინე. აქტი დამოწმებული უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდით და მასში მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) დედა თავის სახელად და გვარად რას ასახელებს;
ბ.ბ) დედა რა სახელსა და გვარს ანიჭებს ბავშვს;
ბ.გ) მონაცემები მამის შესახებ (ვინ უნდა ჩაიწეროს მამად);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის აღება ხდება სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ბავშვის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე, რომელთან ერთად წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში შედგენილ აქტს.‘‘.
,,21. ამ წესის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ახალშობილის გადაყვანა (რეფერალი) ხორციელდება რეფერალური სისტემის მობილური ბრიგადის მიერ სათანადო წესით შევსებული ცნობის თანხლებით. დაბადების მოწმობას იღებს ახალშობილის კანონიერი წარმომადგენელი. თუ ახალშობილს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, დაწესებულება აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით განსაზღვრული წესით და ახალშობილის დაბადების მოწმობის აღება ხდება სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.‘‘.
,,გ) დედის მიერ მიტოვებული ახალშობილის თაობაზე გადასცეს ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს იმ წესით, როგორც ამას ითვალისწინებს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება. ამ შემთხვევაში ახალშობილის დაბადების მოწმობის აღება ხდება სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.‘‘.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2020.
- როდის იქნა მიღებული „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-68/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016767.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-68/ნ, 25.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016767 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4900923/