⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.07.2020)
გაუქმებულია:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დაფუძნებისა და მისის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2020
ძალაში შესვლა 25.06.2020
ძალის დაკარგვა 21.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.123.016556
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,581 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2020 მიღება
25.06.2020 ძალაში შესვლა
21.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დაფუძნებისა და მისის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №153 2020 წლის 24 ივნისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 156​1 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-100 მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დაფუძნდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო“. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დებულება დანართის შესაბამისად.  (დანართი დადგენილებას თან  ერთვის) მუხლი 3🔗 დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ უფროსი და უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 25 ივნისიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო“ (შემდგომ, სააგენტო) არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტო, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე, ამ დებულებით. 3. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ დებულებით (შემდგომ, დებულება) დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე, სასამართლოში. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3. 7. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართია: architecture.kutaisi@gmail.com. 8. სააგენტო უფლებამონაცვლეა სააგენტოს დაფუძნებამდე ქალაქმშენებლობითი, კულტურული უძრავი ძეგლების დაცვის, არქიტექტურული და მშენებლობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირისა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსი“. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები სააგენტოს მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ, ქუთაისის) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თავის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; გ) საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. სააგენტოს ფუნქციები 1. სააგენტოს ფუნქციებია: ა) არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა; ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფაგლებში; ბ)  უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) ქალაქ ქუთაისის ურბანული განვითარების ხელშეწყობა; დ) ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ე) იმ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ვ) დადგენილი წესით, სააგენტოში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა; ზ) დარგში თანამედროვე საინფორმაციო ბანკისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; თ) საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მათთან მოლაპარაკებების წარმოება; ი) თავისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა; კ) დაქვემდებარებულ სფეროებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების განხორციელება; ლ) სააგენტოს სრულყოფილი საქმიანობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; მ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; ნ) დარგში არსებული მდგომარეობის, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ო) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; პ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლადასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; რ) ქუთაისის განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის ახალი ან/და სარეკონსტრუქციო ობიექტების არქიტექტურული ან/და ესკიზური პროექტის შესყიდვა; ს) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა; ტ) ერთი სარკმლის პრინციპის დაცვა; უ) დაჩქარებული მომსახურების განხორციელება; ფ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი აქტების პროქტების მომზადების პროცესში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები; გ) მონაწილეობა მიიღოს ქუთაისის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებაში; დ) უზრუნველყოს ქუთაისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახისა და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება; ე) განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება; ვ) მოამზადოს ქუთაისის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო-საინვესტიციო წინადადებები; ზ) დაიცვას სააგენტოს ინტერესები სასამართლოში; თ) საჭიროების შემთხვევაში, მოიზიდოს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები; ი) მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის დოკუმენტაცია, მოახდინოს მათი ტირაჟირება და გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; კ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; ლ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი, ან შესაძლო დარღვევების თაობაზე, დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში; მ) სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს საკუთარი სახელით; ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (ბრძანება) და გასცეს ნებართვები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს, ან ცვლილება შეიტანოს სააგენტოს დაფუძნებამდე მშენებლობის საკითხებზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) და გასცეს ახალი ნებართვა; ო) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; პ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოითხოვოს მონაცემები ქუთაისის ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან; ჟ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; რ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ს) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ტ) კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სააგენტოს ვალდებულებები ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; გ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 5🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება საგენტოს უფროსის ბრძანებით. 4. სააგენტოს უფროსის არყოფნის, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ასრულებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6🔗. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს უფროსი ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანება) და გასცემს ნებართვებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში აუქმებს, ან ცვლილება შეაქვს სააგენტოს დაფუძნებამდე მშენებლობის საკითხებზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრის აქტში (ბრძანებაში) და გასცემს ახალ ნებართვას; ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; მ) თვალყურს ადევნებს სააგენტოსათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას; ნ) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხმობის მისაღებად. ო) შუამდგომლობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; პ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; რ) ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერს, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ტ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს. მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტო შედგება სააგენტოს უფროსის, უფროსის მოადგილის/მოადგილეებისა და სააგენტოს თანამშრომლებისაგან. მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. მუხლი 9🔗. სააგენტოს ფინანსები სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) ქუთაისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 10🔗. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო შემდგომ ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მუხლი 11🔗. სააგენტოს კონტროლი სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. მუხლი 12🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.