⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.06.2020
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-112
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,221 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2020 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-112 2020 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №01-121 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების გზების დაგეგმვა; ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა და კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების აღკვეთა, ქვეყნის დეოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვა, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, აგრეთვე საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, შესაბამისი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება და მათი სისტემატური განახლება; გ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტული ამოცანების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავება; აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან; დ) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობა; ე) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების სისტემატური მონიტორინგი; ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი და სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; ვ) ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის კუთხით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავება, ქმედებების დაგეგმვა და განხორციელების გზების კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების აღკვეთა, ქვეყნის დეოკუპაცია, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა, საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია და ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფა; ზ) საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მუდმივად მაღალ დონეზე დასმისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროაქტიული თანამშრომლობის გზების დაგეგმვა და კოორდინაცია; თ) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვის, დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით, საქართველოს დელეგაციის ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია შესაბამისი უწყებების ჩართულობით; ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებისა და თანამოდერატორების გუნდთან, ჟენევის მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლებთან, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან, ექსპერტებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა; ლ) პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამის დონეზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, კომპეტენციაში შემავალი მიმართულებებით; ე) ორგანიზება გაუწიოს საქართველოს დელეგაციის შეხვედრებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან, ჟენევის ფორმატში აშშ-ის წარმომადგენლებთან, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო წრეებთან, ექსპერტებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს, საგარეო პოლიტიკისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემებზე არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების ანალიზისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით; ზ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ; თ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიაწოდოს შესაბამისი ინსტრუქციები და რეკომენდაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებსა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან, წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების (შესაბამისი დონის) შეხვედრებზე; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აწარმოებს ურთიერთობებს საქართველოს უცხოელ ლობისტებთან; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების პროექტებს; თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) შუამდგომლობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ო) ახორციელებს ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის არსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველო; ბ) კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადება; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების მონიტორინგი; დ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების სისტემატური განახლება და საჭიროებისამებრ ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ე) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება; ვ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინსტრუქციებით უზრუნველყოფა; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცენტრალურ აპარატთან ანგარიშგების სისტემის, პერიოდულობისა და ფორმის განსაზღვრა; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება და ანალიზი; ი) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობისათვის, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადების კოორდინაცია; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებით მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავება, სასაუბროებისა და სხვა მასალების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ გზავნილების მომზადება და საჭიროებისამებრ ასახვა სამინისტროს ხელმძღვანელობის სასაუბროებში, გამოსვლებსა და სხვა შესაბამის მასალებში; ნ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; ო) მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან, ექსპერტებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა; ჟ) შემუშავებული დოკუმენტების სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. 2. კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების სისტემატური მონიტორინგი; ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი და სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებების, ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათებისა და სხვა შესაბამისი მასალების მომზადება; გ) ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის კუთხით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავება, ქმედებების დაგეგმვა და განხორციელების გზების კოორდინაცია ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების აღკვეთა, ქვეყნის დეოკუპაცია, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა, საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია და ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის გაზრდა; დ) საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად მაღალ დონეზე დასმისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით; ე) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვის, დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით, საქართველოს დელეგაციის ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია შესაბამისი უწყებების ჩართულობით; ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების, ფორმატებისა და დიალოგის არხების ეფექტიანი გამოყენებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და ქმედებების კოორდინაცია, შესაბამის უწყებებთან ერთად; ვ) საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივების ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროაქტიული თანამშრომლობა და ძალისხმევის კოორდინაცია, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად; ზ) საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცებისა და კონსოლიდაციის მიზნით, არსებული რისკების შეფასება, ცალკეულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროაქტიული მუშაობა და თანამშრომლობა, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით; თ) ინკლუზიური მშვიდობისა და მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა აქტიური ჩართულობისა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემების დასმის ხელშეწყობა, შესაბამის უწყებებთან ერთად; ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმის ეფექტიანად შესასრულებლად ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით; ი) საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული მოქმედებების, მათ შორის, ფაქტობრივი ანაქსიისაკენ მიმართული ნაბიჯების, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის, მილიტარიიზაციისა და სამხედრო წვრთნების, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ეთნიკური დისკრიმინაციის, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ Non-Paper-ების, ანგარიშების, პრეზენტაციების, სასაუბროების, სამინისტროს ხელმძღვანელობის გამოსვლებისა და საჯარო გზავნილების, სამინისტროს განცხადებების, აგრეთვე განხორციელებული ქმედებებისა და შეხვედრების შესახებ ანგარიშების, პრესრელიზების და სხვა შესაბამისი მასალების მომზადება; კ) ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და თანამოდერატორების გუნდთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, კონფლიქტის თემაზე მომუშავე საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულi დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან, ექსპერტებთან, კვლევითი ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემებთან დაკავშირებით. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს; გ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას; დ) სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს; ე) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით; თ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორისა მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.